მუსიკასიმღერის ტექტები

ბედის ბორბალი ტრიალებს

ბედს ვეძებდი ვაი სად არ ვიარე,
დრო და ჟამი მიმატებდა სევდას,
რაც ამ ქვეყნად ცოდვა ბრალი ტრიალებს,
ზეცა როგორ არ შავდება ნეტა….

მის:
ტრიალებს, ტრიალებს, ბედის ბორბალი ტრიალებს,
დრო მიდის, დრო მიდის, დრო ყველას გაგვატიალებს,
ვინ იცის, ვინ იცის რა მოგვიშუშებს იარებს,
ტრიალებს, ტრიალებს, ბედის ბორბალი ტრიალებს……….
………………………………………………………………………………………………………..
…………………………………………………………………………………………………………
სად ვეძებო სამართალი არ ვიცი, გაგონილა ცეცხლად მექცა წყალი,
ღმერთო ჩემო ჩემი ცოდვით დავიწვი, ერთხელ მაინც გაახილე თვალი,

მის:
ტრიალებს, ტრიალებს, ბედის ბორბალი ტრიალებს,
დრო მიდის, დრო მიდის, დრო ყველას გაგვატიალებს,
ვინ იცის, ვინ იცის რა მოგვიშუშებს იარებს,
ტრიალებს, ტრიალებს, ბედის ბორბალი ტრიალებს……….

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button