ახალი ამბებისმარტფონები

პირველი გეიმერული Xiaomi Redmi სმარტფონის ანონსი მოსალოდნელია აპრილის ბოლოსთვის

ინტერნეტ წყაროების ინფორმაციით კომპანია Xiaomi Redmi ბრენდის პირველ გეიმინგ სმარტფონს დააანონსებს მიმდინარე თვის შუა პერიოდში ან ბოლოს. მოწყობილობა დაფუძნებული იქნება MediaTek-ის პლატფორმაზე.

მოწყობილობის მზადების შესახებ ადრე ისაუბრა Redmi-ს გენერალურმა მენეჯერმა Lu Weibing-მა. მისი თქმით, ახალი სმარტფონისთვის შერჩეულია პროცესორი Dimensity 1200 რვა ბირთვით (3.0 გჰც-მდე), გრაფიკული ამაჩქარებელი Mali-G77 MC9 და 5G მოდემი. 

როგორც ამჟამად გახდა ცნობილი, სმარტფონის კოდური დასახელებაა M2104K10x. მზადდება რამდენიმე რეგიონალური მოდიფიკაცია: მაგალითად, ჩინური ვერსიის კოდია M2104K10C. ამასთან, ვრცელდება ცნობები, რომ ზოგიერთ ბაზარზე ახალი მოწყობილობის დებიუტი შესაძლოა შედგეს Poco ბრენდის სახელით. 

image.jpeg

მოწყობილობას ექნება AMOLED დისპლეი 120 ჰც კადრის განახლების სიხშირით, მრავალმოდულიანი კამერა 64-მეგაპიქსელიანი ძირითადი სენსორით და 5000 მა/სთ მოცულობის ბატარეა. გარდა ამისა, ხელმისაწვდომი იქნება დამხმარე ფიზიკური ღილაკები თამაშების მართვისთვის. 

ახალი Redmi იქნება ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომი სმარტფონი, რომელიც სპეციალურად გეიმერებისთვის იქნება განკუთვნილი. მისი ფასი სავარაუდოდ 350 აშშ დოლარიდან დაიწყება. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button