მოგზაურობაჩვენი მსოფლიო

7 რამ, რაც ინდოეთში გამგზავრებამდე უნდა იცოდეთ

1) სწრაფი კვება

– სტატისტიკურად, ტურისტები, რომლებიც გარეთ იკვებებიან, საავადმყოფოში ასრულებენ ხოლმე, რადგან უმეტეს ჯიხურში, სადაც პროდუქცია მზადდება, არ არის დაცული სანიტარული ნორმები და იწვევს ძლიერ ინტოქსიკაციას.

2) კრიმინალი

– ინდოეთი კრიმინალის მხრივ, ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა. ნუ დაითვლით ფულს ხალხმრავალ ადგილებში და საერთოდაც, უმჯობესია, სასტუმროში დატოვოთ ფული და თან, მხოლოდ სამყოფი რაოდენობა წაიღოთ.

3) ადათ-წესები

– ინდოელები ძალიან ტრადიციული ადამიანები არიან და ძალიან გულთან მიაქვთ საკუთარი კულტურის შეურაცხყოფა, ამიტომ თუ კონფლიქტი არ გსურთ, ზედმეტს ნუ იტყვით, მაგალითად, თუ საკვები არ მოგეწონათ, ან ვერსად იშოვეთ ძროხის ხორცით მომზადებული კერძი. (ძროხას, როგორც საკვებს, უმჯობესია, თუ საერთოდ არ მოიხსენიებთ. იქ ეს ცხოველი წმინდანია).

4) ჰაერის დაბინძურება

– დადასტურებულია, რომ მუმბაის ჰაერის 3 საათით სუნთქვა, რამდენიმე ღერი სიგარეტის მოწევის ტოლფასია. ეს პრობლემა იქ წლებია არსებობს.

5) ღამის მანიაკები

– ხშირად იძვრის ხმები იმის შესახებ, რომ ღამით ტურისტებს სასტუმროში დარჩენას ურჩევენ, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში. მაგალითად, მუმბაიში. ღამე – ეს ის პერიოდია, როდესაც ქურდები და მანიაკები განსაკუთრებით აქტიურდებიან და აქვე შეგახსენებთ, რომ არასრულწლოვნების გაუპატიურების სტატისტიკით, ინდოეთი ლიდერობს, ასევე ხშირია გატაცებაც.

6) ვაჭრობა

– თუ ინდოეთის მრავალფეროვან ბაზარში წასვლა გადაწყვიტეთ, უმჯობესია აქედანვე იცოდეთ, რომ ინდოელ მოვაჭრეებს ეს საგანი კარგად ესმით და არც ის გაუჭირდებათ, რომ 400 რუპიის ღირებულების სუვენირი 2000 რუპიად დაგიფასოთ. მთავარი ის არის, რომ არ დანებდეთ, დაუმტკიცოთ, რომ რეალური მყიდველი ხართ და ფასი, რომელსაც გეუბნებათ, არარეალურია.

7) ენა

– ინგლისურ ენაზე მოსაუბრე ადამიანს უფრო ბევრს შევხდებით ინდოეთში, ვიდრე ადგილობრივ ენაზე მოსაუბრეს. ამიტომ, თუ ინგლისურს ფლობთ, გზას გაიკვლევთ, უბრალოდ, მათმა სპეციფიურმა აქცენტმა შეიძლება დაგაბნიოთ.

Source
ლუკა ჭაფოძე

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button