ახალი ამბებიბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები

ბრაუზერ Brave-ში დაემატება Binance Smart Chain ეკოსისტემის მხარდაჭერა

კონფიდენციალურობაზე ორიენტირებული ბრაუზერი Brave გეგმავს განახორციელოს კრიპტო საფულის ინტეგრირებას Binance Smart Chain (BSC) მხარდაჭერით.


 
Brave-ის native ტოკენი, სახელწოდებით Basic Attention Token (BAT) ამჟამად ხელმისაწვდომია BSC-ზე Wrapped BAT (WBAT) ფორმით. 

BAT-ის მფლობელებს შეეძლებათ ურთიერთქმედება PancakeSwap, BakerySwap, Beefy Finance, Venus, DODO, OpenOcean, Autofarm და სხვა DeFi პროექტებთან, რომლებიც დაფუძნებულია Binance Smart Chain-ის ბაზაზე. 

Brave-მა ასევე აღნიშნა, რომ მიაღწია თვეში 25 მილიონ და ყოველდღიურად 9 მილიონ აქტიურ მომხმარებელს, ასევე 13 მილიონზე მეტ BAT-საფულეს. 

ადრე კომპანიამ დაიწყო საკუთარი დეცეტრალიზებული კრიპტო ბირჟისა და დესკტოპ და მობილური საძიებო სისტემების შემუშავება. 

იანვარში კრიპტობრაუზერის დეველოპერებმა მოახდინეს IPFS (პლანეტათშორისი ფაილური სისტემა) პროტოკოლის ინტეგრირება. თებერვალში Brave-ის მარკეტფლეისი შეივსო NFT-ით. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button