ილუსტრაციებინახატები

იაპონელი მხატვრის მყუდრო ჯადოსნური სამყარო

ბევრ ჩვენთაგანს გვიოცნებია შინაურ ცხოველზე, რომელიც მოცულობით ბევრად დიდია ვიდრე სინამდვილეში. თუ რამდენად სასიამოვნო დროს გავატარებდით მათთან, ვიფრენდით ცაში და სამყაროს ზემოდან გადმოვხედავდით. ან თუნდაც, ჩვენს ფუმფულა მეგობრებთან ერთად ჩახუტებულებს ტკბილად დაგვეძინებოდა. ყველას ოცნება განსხვავებულია, მთავარია რეალობაში თუ არა შენს სიზმრებში აიხდინო ის.

იაპონელმა მხატვარმა მეტსახელად კუბომ (Kubo) სწორედ გიგანტურ არსებებსა და ჯადოსნურ ლანდშაფტებზე გაამახვილა ყურადღება და მომხმარებლებს მისი ნამუშევარი წარუდგინა სხვადასხვა სოციალური ქსელის მეშვეობით. ამ საოცარ სამყაროში მცხოვრები არსებები ხშირად ფუმფულა და მეგობრულნი არიან, ადამიანები კი უფრო უმნიშვნელო და ფერდაკარგულები.

კუბო გვიჩვენებს, თუ როგორი იქნებოდა სამყარო ადამიანებსა და ცხოველებს შორის როლების გაცვლით. მხატვარ–ილუსტრატორი განმარტავს, რომ ეს საუკეთესო საშუალებაა უკეთესაც გაიცნო ცხოველები და ბუნება.

გთავაზობთ ამ ილუსტრაციების რამოდენიმე ვერსიას.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button