ბლოკჩეინი და კრიპტოვალუტებიკვლევები

კვლევა გვიჩვენებს, რომ Bitcoin-ით დაინტერესებული ინვესტორების 43% მდედრობითი სქესისაა

მიუხედავად იმისა, რომ საყოველთაოდ გავრცელებული აზრის მიხედვით Bitcoin-ინდუსტრიაში მამრობითი სქესი დომინირებს, Grayscale Investments-ის მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ მსოფლიოს პირველი კრიპტოვალუტით დაინტერესებული ინვესტორების 43% მდედრობითი სქესის წარმომადგენელია. 

კომპანიამ გამოკითხვა შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით ჩაატარა: 

  • ასაკი 25-დან 64 წლამდე; 
  • 10 ათასი აშშ დოლარის ან მეტი ინვესტიციის ფლობა; 
  • არანაკლებ 50 ათასი აშშ დოლარი წლიური ოჯახური შემოსავალი. 

2019 წლის 28 მარტიდან 3 აპრილამდე ჩატარებულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 1100-მა პირმა.  

გამოკითხული ქალების 56,2% და მამაკაცების 56,4% Bitcoin-ს განიხილავს, როგორც პერსპექტიულ ინვესტიციას. ამასთან, ქალების 49,8% და მამაკაცების 49,9% დარწმუნებულია, რომ შეზღუდული ემისია მომავალში ფასის ზრდაზე იქონიებს გავლენას. 

47% ქალები და 39% მამაკაცები Bitcoin-ის შესაძენად დროის მომენტს შესაფერისად მიიჩნევენ. გამოკითხულთა ნახევარზე მეტმა ხაზი გაუსვა, რომ მონეტის მხოლოდ ნაწილის შეძენის შესაძლებლობაც კი მათთვის მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო. 

გამოკითხულმა მდედრობითი სქესის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათ Bitcoin-ის შესახებ საგანმანათლებლო ინფორმატიული მასალები სჭირდებათ. ქალებსა და მამაკაცებს შორის არსებითი განსხვავება გამოვლინდა ინვესტირების მიზნების მიმართულებით: მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს სურთ ოჯახის ფინანსურად უზრუნველყოფა, მამაკაცები კი ცალსახად გამდიდრებისკენ ისწრაფვიან. 

კვლევის თანახმად ქალების 44% და მამაკაცების 22% საინვესტიციო საქმიანობას არასაიმედოდ მიიჩნევს. ამასთან, ქალები უფრო პესიმისტურად არიან განწყობილი ამერიკული და გლობალური ეკონომიკის ზრდასთან დაკავშირებით, ვიდრე მამაკაცები. 

Grayscale Investments დარწმუნებულია, რომ 68 ტრილიონი აშშ დოლარის ნაწილი, რომელიც უფროსი თაობიდან მილენიალების ხელში გადავა, ინვესტირებული იქნება Bitcoin-ში. 

თუკი კომპანია Charles Schwab-ის კვლევას დავუჯერებთ, Grayscale Bitcoin Trust-ის აქციები შედის აშშ-ის მილენიალების ყველაზე პოპულარული ინვესტიციების ხუთეულში, თუმცა თაობა X-ისა და ბეიბი-ბუმერების თაობისთვის ათეულშიც ვერ შედის. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button