კინემატოგრაფიასიაცნობილი ადამიანები

5 ვარსკვლავი, რომლებისთვისაც ინგლისური მეორე ენაა!

ეს ვარსკვლავები ამტკიცებენ იმას, რომ სრულყოფილი ინგლისურისთვის არაა აუცილებელი, რომ ინგლისურენოვან ოჯახში დაიბადო და გაიზარდო!

1) სანდრა ბულოკი – მიუხედავად იმისა, რომ იგი აშშ-ში დაიბადა, გაიზარდა გერმანიაში და იქ 12 წელი გაატარა, ამიტომ მისი მშობლიური ენა არის გერმანული.

2) სელინ დიონი – კანადელი მომღერალი ფრანგულენოვან ოჯახში დაიბადა და გაიზარდა, ამავე დროს, მის მშობლიურ ქალაქში, კვებეკში, უმეტესობა ფრანგულად საუბრობს, ამიტომ ფრანგული მისი მშობლიური ენაა. ინგლისურის სწავლის შთაგონება კი მაიკლ ჯექსონი იყო. მან სელინს უთხრა, რომ თუ კარიერაზე მართლა ფიქრობდა, ინგლისური რაც შეიძლება მალე უნდა შეესწავლა.

3) არნოლდ შვარცნეგერი – მან 15 წლის ასაკში დაიწყო ვარჯიში და 21 წლისა უკვე ამერიკაში გადავიდა, სადაც ინგლისურად ძლივს საუბრობდა. ინგლისურის გაკვეთილებისთვის დროის გამონახვა ძალიან უჭირდა, თუმცა 2003-11 წლებში იგი კალიფორნიის მთავრობაში აგრძელებდა მოღვაწეობას და რამდენჯერმე საკმაოდ შთამბეჭდავი სიტყვითაც წარსდგა პუბლიკის წინაშე, რა თქმა უნდა, ინგლისურად!

4) შარილზ ტერონი – ვინაიდან მისი ოჯახი სამხრეთ აფრიკიდანაა, მშობლიური ენაც არის აფრიკაანსი, თუმცა ინგლისურად საკმაოდ კარგად საუბრობს.

5) პენელოპე კრუზი – დაიბადა და გაიზარდა მადრიდში, მისი მშობლიური ენაა ესპანური. აღიარა, რომ 20 წლისამ კინოკომპანიასთან კონტრაქტი დადო, ხოლო კონტრაქტის ერთ-ერთი პირობა ინგლისურის კარგად სწავლა იყო.

Source
ლუკა ჭაფოძე

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button