ავტომობილიახალი ამბები

კომპანია Porsche-მ წარადგინა თავისი პირველი ელექტროველოსიპედები

Porsche-მ წარმოადგინა ელექტროველოსიპედის ორი მოდელი. ისევე, როგორც კომპანიის ყველა პროდუქტი, ველოსიპედებიც ძვირადღირებულია, მაგრამ დამზადებულია მაღალი ხარისხის მასალებითა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. მოდელების დასახელებებია Porsche Sport და Porsche Cross.

ორივე მოდელს აქვს ძრავი, რომლის საშუალებითაც ველოსიპედებს შეუძლიათ 25 კმ/სთ სიჩქარით გადაადგილება. ველოსიპედები ასევე აღჭურვილია დისკის მუხრუჭებითა და ორი ამორტიზატორით, ეს ყველაფერი დამონტაჟებულია ნახშირბადის ჩარჩოზე. 

Porsche Sport შეიქმნა, როგორც ქალაქში გამოსაყენებელი მოდიფიკაცია ყოველდღიური მოხმარებისთვის. მას აქვს 630 ვტ/სთ მოცულობის ბატარეა და იწარმოება მხოლოდ თეთრი ფერის მოდელი. ამ ელექტროველოსიპედის ფასია 9990 ევრო. 

image.jpeg

Porsche Cross, როგორც სახელიდანაც ჩანს, განკუთვნილია რთულად გასავლელ გზებზე გამოყენებისთვის. ამ მოდელს აქვს 504 ვტ/სთ მოცულობის ბატარეა, სპეციალური გაძლიერებული სამუხრუჭე სისტემა და იწარმოება შავ ფერში. Cross ვერსიის ფასი 7990 ევროს შეადგენს. 

კომპანია Porsche-მ ასევე შეიმუშავა სპეციალური საბარგული საკუთარი ავტომობილებისთვის, რომელშიც შესაძლებელია განთავსდეს ორი ველოსიპედი ტრანსპორტირებისთვის. 

ორივე მოდელი გაყიდვაში მიმდინარე გაზაფხულზე გამოვა, ზუსტი თარიღი ჯერ უცნობია. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button