ავტომობილიახალი ამბები

ჩინური ელექტრომობილი გაყიდვებში ლიდერი გახდა იანვარსა და თებერვალში და Tesla Model 3 უკან ჩამოიტოვა

მცირე ზომის ჰეჩბეკი Hong Guang Mini EV გლობალურ გაყიდვებში მოწინავეა 2021 წლის პირველი ორი თვის განმავლობაში, მან ჩაანაცვლა ყოფილი ლიდერი, Tesla Model 3. იანვარსა და თებერვალში ჩინურმა კომპანია Wuling-მა გაყიდა 56000-ზე მეტი Hong Guang Mini ელექტრომობილი.

Wuling-მა იანვარში 36 ათასზე მეტი ჰეჩბეკი გაყიდა, ხოლო თებერვალში 20 ათასზე მეტი, Model 3-ის გაყიდვებმა იანვარსა და თებერვალში კი, შესაბამისად, 21.500 და 13.700 ერთეული შეადგინა. 

ელექტრომობილი Hong Guang Mini EV შეიქმნა ჩინური სახელმწიფო კომპანიების – SAIC Motor-ის, Wuling Motors-ისა და ამერიკული საავტომობილო კონცერნ General Motors-ის ერთობლივი ძალისხმევით. ჩინეთში მას უწოდებენ უბრალოდ Wuling-ს. 

image.jpeg

Hong Guang Mini EV ელექტრომობილის ფასი ჩინეთში დაახლოებით 4500 აშშ დოლარიდან იწყება. მანქანის სიგრძეა 2.92 მეტრზე ცოტა ნაკლები, სიმაღლე – 1.63 მეტრი. საბურავების ბაზა 1.95 მეტრის ტოლია, წონა – 665 კგ. ერთ სრულ დამუხტვაზე ელექტრომობილის სვლის მარაგი შეადგენს 170 კილომეტრს, მაქსიმალური სიჩქარეა 100 კმ/სთ. როგორც მწარმოებელი კომპანია ამტკიცებს, ელექტრომობილში შესაძლებელია მოთავსდეს ოთხი ადამიანი, უკანა სავარძელი შესაძლებელია დაიკეცოს ისეთ შემთხვევაში, თუკი საჭირო იქნება ტვირთის ტრანსპორტირება. 

ამჟამად Hong Guang Mini EV იყიდება მხოლოდ ჩინეთში, სადაც მან Tesla Model 3-ს გაყიდვების მასშტაბით გადაუსწრო 2020 წლის შუა პერიოდში, მეორე ადგილზე გავიდა წლის ჭრილში მიუხედვად იმისა, რომ მისი რეალიზაცია მხოლოდ ივლისში დაიწყო. ცნობილია, რომ კომპანია ამჟამად მოლაპარაკებებს აწარმოებს ევროპაში ელექტრომობილის გაყიდვასთან დაკავშირებით, სადაც მანქანის ფასი შესაძლოა ორჯერ გაიზარდოს ევროკავშირის უფრო მკაცრი გარემოსდაცვითი სტანდარტების შესაბამისად. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button