ლიტერატურა

გიორგი ბუნდოვანი – ”არტისტის აღსარება!”

მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება მხოლოდ ხელოვნებასა და კერძოდ ლიტერატურაში ვმოღვაწეობდი, ზოგადად არტში და ამჟამადაც! არასოდეს არ მიმიღია მონაწილეობა პოლიტიკურ ბატალიებში, არასოდეს არ მიაქტიურია ამ ფლანგზე, რადგანაც ეს სფერო-ანუ პოლიტიკა, ჩემთვის მუდამ არასაინტერესო იყო, ანუ ჩემს თავს პოლიტიკურ მოვლენებსა თუ ბატალიებში ვერასოდეს ვხედავდი და ჩემს საქმეს ვემსახურებოდი! (და ვიცი, რომ ამაში შეიძლება ბევრი არ დამეთანხმოს, იმ მოტივით–თუ როგორ შეიძლება პოეტსა და არტისტს არ აღელვებდეს და არ აინტერესებდეს ის პოლიტიკური გარემო, რომელშიც უწევს ცხოვრება და მუშაობა?! მაგრამ ეს ასე არ არის მეგობრებო! უბრალოდ ყველას თავისი საქმე და ადგილი აქვს ამ ქვეყანაზე…) მე ვწერდი, ვაწყობდი ლიტერატურულ საღამოებს, პრეზენტაციებს, არტ-აქციებსა თუ პერფორმანსებში ვიღებდი აქტიურ მონაწილეობას, ვცემდი პოეტურ კრებულებს, ვაყალიბებდი მეგობრებთან ერთად პოეტურ ორდენს-„ქრონოფაგებს” და ვუვლიდი ტერენტი გრანელის მიტოვებულ საფლავს 80-იანებში და შემდეგ შევინარჩუნე მისი ნასაფლავარი, პეტრე-პავლეზე, როცა გადაასვენეს 87-ში… და ასე შემდ… ჩემი პოლიტიკა და ჩემი ტრიბუნა-მუდამ ხელოვნება იყო! (და ეს ყველაფერი 20 წელზე მეტია ასე გრძელდება!..)–

რათქმაუნდა, თუ არ ჩავთვლით 2003 წლის რევოლუციას, როდესაც ყველას ერთად გვჯეროდა უკეთესი მომავლის და ცვლილებების, ასევე 80-იანი წლების დასასრულის ეროვნული მოძრაობის ზოგიერთ მიტინგს… დღესაც განზე ვდგავარ პოლიტიკისაგან! არ არის ეს ჩემი საქმე და იმიტომ! მაგრამ მიუხედავად
მეშინია ჩემი მოხუცებული-აკადემიკოსი და პროფესორი დედის შერყეული ჯანმრთელობის გამო (რაც იგი სამსახურიდან უნამუსოდ გაათავისუფლეს, არა და 45 წლის პედაგოგიური სტაჟი აქვს და ინგლისის და საფრანგეთის უნივერსიტეტების აღიარებული მეცნიერია, უამრავი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და ათობით თაობის აღმზრდელი, ასევე „ჰუ იზ ჰუ”-ს ენციკლოპედიაში შეყვანილი…), მეშინია ნებისმიერი დაავადების, ჩემი და ჩემი ოჯახის წევრებისა, რადგანაც არ გვაქვს ელემენტარული მკურნალობის თანხა და საშუალებები! მეშინია უსამსახუროდ დარჩენის, რადგან კავკასიურ სახლს შესაძლოა გაუქმება დაუდგეს დღის წესრიგში! მეშინია შიმშილის და ხშირად შვილების თვალებში ჩახედვის, რათა ვერ ვუზრუნველყოფ მათ, ელემენტარულად! მეშინია საკუთარი ასაკის, რადგანაც 42-ის გავხდი და აღარავის ვჭირდები, როგორც რაიმე სფეროში დასასაქმებელი ობიექტი–ბებრის სტატუსი მაქვს მონიჭებული უკვე! მეშინია ჩემი მეუღლის ასაკისაც, თუმცა იგი ჯერ მხოლოდ 32-ისაა, მაგრამ ასევე არსად არ ჭირდებათ, ასევე როგორც დასასაქმებელი ობიექტი (მინიმუმ 25 გამოცხადებულ საჯარო კონკურსში მიიღო მონაწილეობა და ვერსად ვერ გავიდა, არა და არავიზე ნაკლები „სივი” არ აქვს და განათლება, რათქმაუნდა, მაგრამ თითქმის ყველა კონკურსი-ფორმალიზმი აღმოჩნდა!), მეშინია კომუნიკაციების და ახალი ტექნოლოგიების, რომლებსაც სამწუხაროდ ვერ მოვერგე სათანადოდ და ამის გამო „მბრაკავენ” ბევრგან! მეშინია მოზვავებული „იგნორის” და კლანურობის თითქმის ყველა სფეროში ჩემს ირგვლივ და მეშინია საკუთარი ადგილის ვერშენარჩუნების ამ, ძირითადად სნობურ და ფსევდო საზოგადოებაში, რომელშიც, თუ მისნაერი არ ხარ–თეთრი ყვავი ხარ მაშინ და ჩაგძირავენ!
და ბოლოს და ბოლოს მეშინია ხვალინდელი დღის გათენების, რადგანაც შესაძლოა ყოველი მომდევნო დღე, აქ, ჩემთვის და ჩემი ოჯახისათვის უკანასკნელი აღმოჩნდეს! განუწყვეტლივ არსებობა-არ არსებობის ზღვარზე ყოფნის განცდა-ესაა სიგიჟის ზღვარზე დგომა! თუმცა პოეტი და ნორმალური?? ეს ხომ ჩვენი ჩვეული მდგომარეობა და სტატუსია-პოეტების, იმ პოეტების, რომელნიც არასოდეს არც ერთ ეპოქაში, არც ერთ ქვეყანაში, არც ერთ რეჟიმს არ ვუმღეროდით! მაგრამ მაინც მეშინია ასეთ პოეტად ყოფნის!

მეშინია კიდევ იმის, რომ შემოქმედებითი იმპულსის მკვლელ ქვეყანაში მიწევს ცხოვრება, ასევე იმის, რომ სადაც ვარ, იქაურ ქუდს ვერასოდეს ვირგებ ხოლმე! იმისიც მეშინია, რომ საკუთარი შემოქმედებისათვის, 2009 წლის 27 მარტს მოწყობილი პანაშვიდის შემდგომ (კავკასიურ სახლში აქცია-პერფორმანსი-„გამომშვიდობება მკვდარ პოეზიასთან-პოეზიის პანაშვიდი”) დღენიადაგ არ მტოვებს იმის შეგრძნება, რომ რეალურად სიკვდილს გავეთამაშე! და იმისიც მეშინია, რომ ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარი და კოლეგა, ცხონებული-ბადრი გუგუშვილი, დიდი ურბანისტი პოეტი, რომელმაც 1996 წლის წითელ პარასკევს თავი ჩამოიხრჩო საკუთარი არტ-აგარაკის, საკუთარივე ხელით აგებულ ყურძნის ტალავერზე, ხშირად მესიზმრება და მიძახის ხოლმე… და ამდენი შიშების ამტანი, განა შეიძლება იყოს ერთი პოეტი ადამიანი?? განა შეიძლება ერთ პოეტსა და არტისტს ამდენი რამ ემუქრებოდეს ირგვლივ, მუდმივად?? და რატომ–იმიტომ რომ გიორგი ბუნდოვანი არასოდეს არ ყოფილა კონфორმისტი?? არა და სინამდვილეში არ ვარ მშისარა, სულაც… მაგრამ ეს სხვა შიშებია, სხვა!!! როდემდე? როდემდე? როდემდე???????????????!

Source
https://burusi.wordpress.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button