Hi-Techავტომობილიახალი ამბები

Volkswagen-ის ელექტრომობილებს შეეძლებათ ენერგიის მიწოდება სახლისთვის

Volkswagen-ის ღონისძიებაზე ცნობილი გახდა, რომ 2023 წლიდან დაიწყება უნიფიცირებული პრიზმული აკუმულატორის წარმოება, რომელიც ათწლეულის ბოლოს დაინერგება კონცერნის ელექტრომობილების 80%-ში. როგორც ცნობილია, იგი შეძლებს უკუმიმართულებით მუხტის გადაცემას. Volkswagen ასევე შექმნის ქსელისგან დამოუკიდებელ დამტენ სადგურებს.

როგორც რესურსი The Verge განმარტავს, 2022 წლიდან MEB პლატფორმაზე შექმნილი ყველა ელექტრომობილი შეძლებს ელექტროენერგიის გადაცემას გარე მომხმარებლებზე. ეს ნიშნავს იმას, რომ მფლობელებს არა მარტო შეეძლებათ ხელსაწყოების ან საყოფაცხოვრებო ტექნიკისთვის ელექტროენერგიის გადაცემა ქალაქგარეთ გასვლისას, არამედ ელექტროენერგიის გათიშვის შემთხვევაში შეძლებენ საკუთარი სახლების ელექტროენერგიით მომარაგებას. ცოტა ხნის წინ ილონ მასკმა განააცხადა, რომ Tesla-ს Cybertruck ელექტრო პიკაპი შეძლებს ტრაილერისთვის ენერგიის მიწოდებას თავისი ელემენტებიდან.

საინტერესოა ის, რომ Tesla-ს ამჟამად არსებული ელექტრომობილების ექსპლუატაციისას ენერგიის წყაროდ გამოიყენება სტანდარტული 12-ვოლტიანი ბატარეა ინვერტორთან ერთად და ამგვარი კავშირი ხანგრძლივი ვადით საკმარისი არ არის.

Volkswagen-ის წარმომადგენლებმა ასევე აღნიშნეს, რომ კომპანია წარადგენს არა მხოლოდ სტაციონარულ, არამედ მობილურ დამტენ სისტემებსაც. რეალურად, ისინი პრინციპის მხრივ შეიძლება შევადაროთ სმარტფონების გარე ბატარეებს – მათ შეუძლიათ იმუშაონ ქსელთან მუდმივი კავშირის გარეშე. ასევე შემუშავებულია დამტენი სადგურის რობოტიზებული ვერსია, რომელიც აღჭურვილია სპეციალური მანიპულატორით. როგორც ჩანს, ასეთ გადაწყვეტილებებზე მოთხოვნა გაჩნდება ავტოპილოტზე გადასვლის შემდეგ, როდესაც ელექტრომობილებს თავად შეეძლებათ მიაკითხონ დამტენ სადგურებს.

ღონისძიებაზე ასევე გაირკვა, რომ Volkswagen-ის ძალისხმევა – დაიწყოს ბატარეების დამოუკიდებელი წარმოება Northvolt-თან ტანდემში სრულებით არ ნიშნავს იმას, რომ კომპანია უარს იტყვის გარე მომწოდებლებისგან ბატარეების შესყიდვაზე. კონცერნი გააგრძელებს ბატარეების შეძენას LG Energy Solution-ის, SK Innovation-ის, CATL-ისა და Samsung SDI-სგან. უფრო შორეულ პერსპექტივაში თავის ნაყოფს გამოიღებს ინვესტიცია QuantumScape-ში – ეს გახლავთ მყარი ელექტროლიტის აკუმულატორების მწარმოებელი, რომლის პროდუქტში მოცულობა გაიზრდება 80%-ით, გაორმაგდება მუხტის შენარჩუნების სიმკვრივე და უფრო უსაფრთხო იქნება ექსპლუატაციისას.

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button