ახალი ამბებიკომპიუტერული ტექნოლოგიატექნოლოგია

MSI-ს ინოვაციების განყოფილებამ შეიმუშავა სპეციალური სატერფული გეიმერებისთვის

თანამედროვე გეიმერებისთვის ხელმისაწვდომია უზარმაზარი რაოდენობის დამატებითი პერიფერიული მოწყობილობები, მაგრამ მწარმოებლები მაინც ახერხებენ ახალი მოწყობილობების იდეების მოფიქრებას. დაფინანსების მოძიების პლატფორმა Crowdfunding Espresso-ს აქვს არაჩვეულებრივი მოწყობილობა MSI-ს დიზაინის დეპარტამენტისგან, რომელიც ინოვაციებზეა ორიენტირებული. ეს მოწყობილობაა კიბერსპორტული სატერფული (პედალი).
გეიმინგისთვის განკუთვნილი MSI Liberator სატერფულის კონსტრუქცია საკმაოდ საინტერესოა. ძირითადი სატერფულის გარდა გათვალისწინებულია ორი გვერდითი ღილაკი, რომლებზე დაჭერა მარტივია ტერფის მობრუნებისას. ამგვარად, მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია დაჭერის სხვადასხვა კომბინაცია, შესაძლოა რეალიზებულ იქნას მაკროსების ჩაწერაც, რაც დამატებით გააფართოვებს ფუნქციონალს.

მოწყობილობას წარმატება ელის. სამომავლოდ სატერფულის კონსტრუქცია შესაძლოა მნიშვნელოვნად გართულდეს და გაუმჯობესდეს. მაგალითად, დაემატოს სხვა ღილაკები, დაიყოს სატერფული სეგმენტებად ან დაემატოს სენსორული პანელი. ყველაფერი კიდევ უფრო საინტერესო გახდება, თუკი გეიმინგში მეორე ფეხიც იქნება ჩართული. 

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ კითხვების შემთხვევაში კომპანიას მიმართონ. გამოკითხვის გვერდზე სატერფულის საცალო ფასად მითითებულია 3900 აშშ დოლარი, თუმცა პირველი 500 შემკვეთი მას 2790 აშშ დოლარად შეიძენს. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button