ახალი ამბებიინტერნეტი / სოც მედია

Instagram შეზღუდავს ზრდასრული მომხმარებლების ურთიერთობას მოზარდებთან

Instagram გეგმავს შეზღუდოს უერთიერთქმედება ზრდასრულ პირებსა და მოზარდებს შორის მათივე უსაფრთხოების მიზნით. ამისთვის კომპანია გააუქმებს ზრდასრულების მიერ მოზარდებთან მიმოწერის შესაძლებლობას, თუკი ისინი გამოწერაში არ იმყოფებიან. მოდერაცია განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს „საეჭვო მომხმარებლებს“ – ასეთებად ჩაითვლებიან ის პირები, ვინც მოზარდებს დიდი რაოდენობით შეტყობინებებს უგზავნის. 

მოზარდი ასაკის მომხმარებლები „საეჭვო მომხმარებლებთან“ კომუნიკაციისას მიიღებენ მინიშნებებს, სადაც მოცემული იქნება რეკომენდაციები, რომ არ გაუზიარონ პირადი მონაცემები ან ფოტოები მათ, ვისაც არ იცნობენ. ასევე შეეძლებათ მათი დაბლოკვა და გასაჩივრება პირდაპირ Direct-იდან. 

კომპანია გეგმავს შეიმუშავოს ხელოვნური ინტელექტის სისტემა, რომელიც განსაზღვრავს იმ მომხმარებლებს, ვინც პროფილის რეგისტრაციისას 13+ წლის ასაკის მოტყუებას ცდილობენ. როგორ იმუშავებს ინოვაცია ჯერ უცნობია, მაგრამ, სავარაუდოდ, გაანალიზდება კონტენტი, რომელსაც ადამიანი ათვალიერებს. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button