Hi-Techრობოტები

MIT-მა შექმნა მოწყობილობა, რომელიც მზა რობოტებს ბეჭდავს

მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ინჟინრებმა დანერგეს ადამიანის ჩარევის გარეშე მარტივი თვითმფრინავების და რობოტების სრულად ავტომატიზირებული წარმოების კონცეფცია. მათ ქმნილებას LaserFactory ეწოდება და ის აერთიანებს 3D პრინტერისა და ამწყობი მექანიზმის პრინციპებს. რობოტის შექმნისას სისტემა თავად აწყობს კვანძებსა და ნაწილებს, ბეჭდავს მათი ელექტრონული მართვის სქემებს და ყველაფერს ერთმანეთთან აკავშირებს. 

ამჟამინდელ ვერსიაში LaserFactory-ს აქვს ერთი ფუნდამენტური შეზღუდვა: სისტემას შეუძლია შექმნას მხოლოდ ორგანზომილებიანი ფუძის მქონე რობოტები. სამომავლო დიზაინის კონტურები ასახულია პლასტმასის ფირფიტაზე, ნახაზის მიხედვით მზა კომპონენტები მოთავსებულია შესაბამის სივრცეებში, მაგალითად, ფრენის მართვის კონტროლერი და კვადროკოპტერის ძრავები. მათ შორის გადის საკონტროლო გამტარი არხები სიგნალების მართვისთვის, რომლებიც დამზადებულია თხევადი ვერცხლის შენადნობისგან. როდესაც ყველა დეტალი დამონტაჟდება, ლაზერი აცხელებს არხებს გამყარებამდე, შემდეგ კი პლასტმასის ფირფიტიდან გამოიჭრება მზა რობოტი. 

პროცესი არის სწრაფი, მარტივი და ეფექტური, დემო ვიდეოში ჩანს, რომ პატარა დრონმა ფრენა შეძლო აწყობიდან რამდენიმე წუთის შემდეგ. ეს არის მთავარი მომენტი – ტექნოლოგია გამიზნულია უმარტივესი რობოტების მასიური წარმოებისთვის, მაგალითად, საგანგებო ვითარების დროს შეიქმნება მფრინავი კამერების დაჯგუფება ვრცელი გარე ფართობის შესწავლის მიზნით, ასევე რობოტების ასაწყობად და ლაბორატორიებში მრავალი პროტოტიპის იაფად შესაქმნელად. 

შემდეგ ეტაპზე LaserFactory-ს შემქმნელებს სურთ მოამზადონ რთული დიზაინის სისტემა ამჯერად უკვე სამგანზომილებიანი ობიექტების წარმოებისთვის. ასევე აუცილებელია გაუმჯობესდეს დამაკავშირებელი არხების ბეჭდვის პროცესი და გახდეს ისინი უფრო თხელი, სქემების განლაგება კი – უფრო რთული, რათა შესაძლებელი გახდეს არა მხოლოდ მარტივი, არამედ სხვადასხვა დანიშნულების მქონე მრავალფუნქციური ეფექტური რობოტების აწყობა. 

სადემონსტრაციო ვიდეო შეგიძლიათ ნახოთ ბმულზე: https://bit.ly/3aOs9FP 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button