ახალი ამბებივიდეოსაზოგადოება

ლადო აფხაზავა მასწავლებლის მსოფლიო ჯილდოს ათეულშია

მასწავლებელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლიდან, ლადო აფხაზავა მასწავლებლის მსოფლიო ჯილდოს 10 ფინალისტს შორისაა.

პე­და­გოგ­თა ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პრეს­ტი­ჟუ­ლი და­ჯილ­დო­ე­ბის 10 ფინალისტის ვინაობა რამდენიმე საათის წინ მსახიობმა ჰიუ ჯეკმანმა დაასახელა.

აფხაზავა ამ კონკურსის მეორე ეტაპზე, ფინალში გადასასვლელად 49 პედაგოგთან ერთად იბრძოდა და შედეგიც დადგა _ ის საუკეთესო ათეულშია.

მასწავლებლის მსოფლიო ჯილდოს მიზანი მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან ყველაზე შთამაგონებელი და მონდომებული მასწავლებლის პოვნაა, რომელთაგან გამარჯვებულიც ჯილდოდ მილიონ დოლარს მიიღებს.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button