ავტომობილიახალი ამბები

ილონ მასკმა დაადასტურა, რომ პიკაპი Cybertruck შეძლებს საბურავებიანი სახლის ელექტროენერგიით უზრუნველყოფას

Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ილონ მასკმა დაადასტურა, რომ ელექტრო პიკაპი Cybertruck შეიძლება გამოყენებულ იქნას, როგორც ენერგიის წყარო კემპერისთვის (მოსიარულე სახლი საბურავებზე). განცხადება გაკეთდა Twitter-ის მომხმარებლის შეკითხვის საპასუხოდ, რომელმაც მასკს ჰკითხა, რეალიზდებოდა თუ არა ასეთი ფუნქცია Tesla-ს პიკაპში.

შეერთებულ შტატებში ავტომობილის, როგორც ენერგიის წყაროს გამოყენების შესაძლებლობაში ახალი არაფერია, რადგან მოძრავი სახლები ძალიან პოპულარულია ქვეყანაში – არა მხოლოდ მოგზაურობისთვის, არამედ როგორც მუდმივ საცხოვრებლად. Cybertruck-ის საყოფაცხოვრებო ტექნიკის ელექტროენერგიით მომარაგების შესაძლებლობა ნამდვილად დაუმატებს Tesla-ს პიკაპს მეტ პოპულარობას. 

image.jpeg

აღვნიშნავთ, რომ Tesla-მ ადრე უკვე გამოაქვეყნა რენდერები, რომლებზეც Cybertruck გამოსახულია საფირმო მოდურ ტრაილერთან ერთად. ბევრმა მომხმარებელმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ის არ გავდა ჩვეულებრივ კემპერს, ამიტომ ელექტრომობილისგან მისი კვების საკითხი ღიად რჩებოდა. ახლა ენთუზიასტებს ისღა დარჩენიათ დაელოდონ, თუ როდის დაიწყებს Tesla ელექტრო პიკაპის მიწოდებას, რათა პირადად გამოცადონ ელექტრომობილი რეალურ პირობებში. 

მოსალოდნელია, რომ Cybertruck-ის მიწოდების პირველი ეტაპი მიმდინარე წლის ბოლოს დაიწყება. პიკაპის საცალო ფასი 49 900 აშშ დოლარიდან იწყება, ხოლო სვლის მარაგის დიაპაზონი კონფიგურაციის მიხედვით 480-დან 800 კმ-მდე მერყეობს. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button