პოეზია

გალაკტიონ ტაბიძე პირიმზეს

მთელი ღამ ერთი ოხვრა ექსპრესის.
გახედავ: ძველი ციხე-ტაძრები.
გაბზარულ ზარში არავინ კვნესის:
ეს ქარი ჰკივის და იკაწრება.

დილით სერებზე მივდივართ ცხენით,
იქ ვერ მიატანს ზარი ტრამვაის.
მე სიხარულით და გულისტკენით
ვემშვიდობები მშვენიერ მაისს.

მთებზე ნისლები არის ფენილი
და ყვავილები თვითეულ სიმზე.
სიზმრები ასე აუხდენელი
და მწუხარება შენი, – პირიმზე.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button