ახალი ამბებიტექნოლოგია

Harley-Davidson-ის ორი ახალი კონცეპტი: ელექტროველოსიპედი და ელექტროსკუტერი

Harley-Davidson-მა წარადგინა ორი ახალი ელექტრო-კონცეფცია, რომლებიც საკმაოდ უჩვეულოა ბრენდისთვის. ერთ-ერთია მთის ელექტროველოსიპედი, მეორე კი – ელექტროსკუტერი, რომელსაც კომპანიის ყველაზე შთამბეჭდავ იდეად მიიჩნევენ. 

image.png

ელექტროველოსიპედები უამრავია, თუმცა ამ მოდელის გამძლეობა და საიმედოობა მას ბაზარზე არსებული ასობით სხვა ველოსიპედისგან გამოარჩევს. აგრეთვე,  Harley-Davidson-ის სახელი კომპანიას ხელს შეუწყობს – ბაზრის დიდი ნაწილი დაიპყროს, თუკი რაღა თქმა უნდა, ამ ველოსიპედს კომერციულ პროდუქტად აქცევს. 

image.png

სკუტერს რაც შეეხება, იგი საკმაოდ წააგავს ელექტრომოპედებს, რომლებსაც სტარტაპი Lithium Cycles უკვე წლებია აწარმოებს.  ამ უკანასკნელის სკუტერები უფრო დახვეწილად გამოიყურება, რადგანაც დიდ კომპანიას დიდი მოცულობის რესურსები აქვს (ყოველ შემთხვევაში, პრესისთვის გასაჯაროებულ ფოტოებზე ასე ჩანს). Harley-Davidson-ის სკუტერის პროტიტიპი კი გაცილებით „უხეშია“ და წარმოდგენილია ღია სადენებითა და შეუსაბამო მასალებით. 

მომხმარებლების მოწონება დაიმსახურა Harley-Davidson-ის მიერ გამოშვებულმა ელექტრომოტიციკლმა – LiveWire-მა, თუმცა რაღა თქმა უნდა მისი ფასის – 30 ათასი აშშ დოლარის გათვალისწინებით, იგი ფართოდ ხელმისაწვდომი არ გახლავთ. 

ზემოთხსენებული სკუტერი კი ბევრად ნაკლები ეღირება, (ფასი ჯერჯერობით არ სახელდება) თანაც უნდა აღინიშნოს, რომ ზოგადად სკუტერები ფორმისა და ზომების წყალობით მთელი მსოფლიოს ქალაქების სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას ერგებიან. შესაბამისად, Harley-Davidson-ის კონცეპტსაც აქვს პერსპექტივა – მოიპოვოს პოპულარობა ბაზარზე: მას აქვს საკუთარი სტილი, მისი მოხმარება კომფორტული და სასიამოვნოა და რაღა თქმა უნდა – არ ღირს 30 ათასი დოლარი!  

https://www.theverge.com/2019/2/3/18207435/harley-davidson-electric-scooter-concept-motorcycle-x-games-prototype

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button