ახალი ამბებიბიზნესიბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები

177-წლიანი სამუშაო ისტორიის მქონე შვეიცარიულმა ბანკმა დაამატა კრიპტოვალუტების მხარდაჭერა

1844 წელს ჟენევაში დაარსებულმა ბანკ Bordier & Ciel-მა სერვისების ჩამონათვალში დაამატა Bitcoin-ის, Ethereum-ის, Bitcoin Cash-ისა და Tezos-ის ყიდვა-გაყიდვისა და შენახვის ფუნქცია. ინიციატივა განხორციელდა რეგულირებად კრიპტო ბანკ Sygnum-ის შუამავლობით.

„ჩვენ გავითვალისწინეთ მომხმარებლების ინტერესები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან თავიანთი კაპიტალის დივერსიფიკაციით აქტივების ისეთი ალტერნატიული კლასის საშუალებით, როგორიცაა კრიპტოვალუტა”, – განაცხადა ევრარდ ბორდიერმა, Bordier & Ciel-ის მმართველმა პარტნიორმა.

სამომავლოდ, ბანკი გეგმავს მხარდაჭერილი ციფრული აქტივების რიცხვის გაზრდას.

სერვისი განხორციელდა კრიპტობანკ Sygnum-ის მხარდაჭერით. მის მიერ შექმნილი B2B-პლატფორმა უზრუნველყოფს პირადი გასაღებების უსაფრთხო შენახვას, ლიკვიდურობის მიმწოდებლებთან წვდომას და ოპერაციების მონიტორინგს. პარტნიორი ასევე უზრუნველყოფს AML პროცედურების შესრულების გარანტიებს.

” Bordier აგრძელებს მომხმარებელთა კაპიტალის დაცვის 177-წლიან ტრადიციას მომავალი თაობებისათვის შემდეგი თაობის აქტივების შეთავაზებით”, – განაცხადა Sygnum-ის თანადამფუძნებელმა მათიას იმბახმა.

შვეიცარიის კრიპტოვალუტის გადამცვლელი პროდუქტის მიმწოდებლის მენეჯმენტის ქვეშ მყოფი აქტივების ღირებულებამ ცოტა ხნის წინ მიაღწია 1 მილიარდ აშშ დოლარს და აფიქსირებს 100%-იანი ზრდის ტემპს ორ კვირაში.

დეკემბერში კრიპტობანკ Sygnum-მა განახორციელა თავისი აქციების ტოკენიზაცია თავის მიერ შემუშავებულ პლატფორმა Desygnate-ზე. გადაწყვეტილება შეესაბამება შვეიცარიის ბლოკჩეინის კანონს, რომელიც ძალაში 2021 წლის თებერვალში შევიდა.

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button