ენიგმაცხოვრების სტილი

მარილის მაგიური თვისებები

⚪️ მარილი ოდითგანვე ცნობილია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მაგიური ატრიბუტი. ჯერ კიდევ ძველ დროში გამოიყენებოდა იმისთვის, რომ სახლი დაეცვათ ავი სულებისგან, მოჩვენებებისგან, ვამპირებისგან, არასასურველი სტუმრებისგან, მოკლედ, ნებისმიერი ენერგეტიკული დაბინძურებისგან და იგი დღესდღეობითაც ძალიან დიდი წარმატებით გამოიყენება სხვადასხვა პრაქტიკაში. რამდენიმეს ამ სტატიით გასწავლით და თქვენც შეგეძლებათ გამეორება. 🔮🧿

🔺 მაგალითად, თუ გვინდა, რომ სახლში დაბინძურებული ენერგეტიკა გავანეიტრალოთ და გავწმინდოთ, ამისთვის შეგვიძლია, რომ ცოტაოდენ წყალში ჩავყაროთ მარილი, მოვურიოთ, გავხსნათ და მარილიანი წყლით დასველებული ტილოთი მთელი სახლის იატაკი მოვწმინდოთ. ამას თუ გავიმეორებთ კვირაში რამდენჯერმე, შედეგს მომენტალურად ნახავთ.

ასევე, შეგიძლიათ, რომ მარილიანი წყლით სავსე ჯამი დადგათ ოთახის ნეიტრალურ ტერიტორიაზე და დატოვოთ ასე 24 საათის მანძილზე. შემდეგ ის მარილიანი წყალი აუცილებლად უნდა გადაღვაროთ. ეს დაგეხმარებათ იმაში, რომ მოიშოროთ სახლიდან დაბინძურებული ენერგეტიკა.

🏡 თუ გაქვთ დიდი სახლი ეზოთი, შეგიძლიათ აიღოთ ბევრი მარილი და მთელი ეზოს გარშემო საათის ისრის მიმართულებით დაყაროთ და სახლს წრიული დამცავი ზოლი გაუკეთოთ, რითაც თქვენ დაიცავთ თავს ავი თვალისგან, შურისგან, ბოღმისგან, ჯადოსგან და რაც მთავარია, ბოროტი ადამიანებისგან, ქურდებისგან და ენერგოვამპირებისგან.

⚫️ გარდა იმისა, რომ მარილით შეგვიძლია პირადი სივრცის წმენდა, ის შეგვიძლია გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ჩვენი სხეული და პირადი აურა გავისუფთაოთ ნეგატიური ზემოქმედებისგან. ამისთვის საჭიროა, აბაზანაში წყალი აავსოთ და შიგნით ზღვის მარილი ჩაყაროთ, თუმცა თუ ზღვის მარილი არ გაქვთ, თამამად ჩაანაცვლეთ ჩვეულებრივი სუფრის მარილით. ჩაყარეთ იმდენი, რამდენიც გსურთ, გახსენით, და ჩაწექით შიგნით, დაახლოებით, 30 წუთით.

🙏🏻 ეს პროცედურა დაეხმარება, პირველ რიგში, ჩვენს ენერგეტიკას, რომ გასუფთავდეს სხვადასხვა დაბინძურებისგან, რომელსაც უცხო ადამიანებისგან, ქუჩაში გამვლელებისგან, ან თუნდაც ჩვენი ოჯახის წევრებისგან ვიღებთ და ამავე დროს, წარმატებით გვეხმარება უძილობის დაძლევაში. 🌜

Source
ლუკა ჭაფოძე

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button