Hi-Techახალი ამბები

ზონა 51-ის ინჟინერმა გამოაქვეყნა საიდუმლო თვითმფრინავ A-12-ის საცდელი ფოტოები

ამ დრომდე მსოფლიოში მხოლოდ რამდენიმე თვითმფრინავმა შეძლო 3 Mach სიჩქარის გადალახვა. ამ მიმართულებით პირველია A-12 „Oxcart“,  საიდუმლო ამერიკული სადაზვერვო თვითმფრინავ SR-71 Blackbird-ის წინამორბედი. პირველი რეკორდული ფრენა A-12-მა განახორციელა შორეულ 1963 წელს და სამჯერ გადააჭარბა ხმოვან ბარიერს 27 400 მეტრ სიმაღლეზე. 

კომპანია Lockheed Skunkworks-მა A-12 შექმნა მაღალი სიმაღლის სტრატეგიული დაზვერვისთვის, იმ დროს თვითმფრინავი საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის მიუწვდომლად ითვლებოდა. SR-71 Blackbird-თან შედარებით იგი ოდნავ უფრო მოკლე, მსუბუქი და კიდევ უფრო სწრაფი იყო. SR-71-ის მთავარი უპირატესობა იყო ფრენის გრძელი მანძილი, რამაც განსაზღვრა კიდეც სამომავლო ბედი: А-12 1968 წელს ჩამოწერეს, მისი კონკურენტი კი 1999 წლამდე გამოიყენებოდა.  

image.jpeg

А-12-ის შემუშავების პროექტში ჩართულმა ერთ-ერთმა მონაწილემ, ტორნტონ ბარნსმა მონაწილეობის შესახებ ისაუბრა საკუთარ წიგნში „ ჩემი ოდისეა ზონა 51-ში“. ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში ის მუშაობდა CIA-ში, NSA-სა და NASA-ში. როგორც ზებგერითი სიჩქარის ფრენების სპეციალისტი, იგი ჩართული იყო მთავარი სპეციალისტების გუნდში. მანამდე იგი დაკავებული იყო საბჭოთა საბრძოლო თვითმფრინავების, დრონების შექმნისა და უჩინარი თვითმფრინავების შესწავლასთან დაკავშირებულ პროექტებში. 

ცოტა ხნის წინ ბარნსმა გამოაქვეყნა ზონა 51-დან A-12-ის სრული ზომის ხისგან დამზადებული მაკეტის გასაიდუმლოებული ფოტოები. ყველაზე უცნაური ის არის, რომ თვითმფრინავი თავდაყირაა განთავსებული. 

image.jpeg
Facebook Notice for EU! You need to login to view and post FB Comments!

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button