ლიტერატურაპოეზია

გალაკტიონ ტაბიძე – ცხოვრება ჩემი უანკარეს ღვინის ფერია ..

ცხოვრება ჩემი უანკარეს ღვინის ფერია,
იგი ელვარებს, საბოლოოთ დაშრება ვიდრე,
მასში სახელი პოეტისა მე დავიმკვიდრე,
რომლის გარეშე უკვდავებაც არაფერია.

ყველამ იცოდეს: მე არავის წინ თავს არ ვიდრეკ..
მე არ ვუღიმი იმ პიგმეებს, რაც კი მტვერია –
მე ვმღერი ისე, ვით არავის არ უმღერია –
ასსონანსია სათაყვანო ჩემი სიმდიდრე.

მე აქ მოვედი, მე მოვედი, უცნობი, ნაზი,
არ მომწყინდება სადღეგრძელოდ ავსწიო თასი
თქვენი, რომელთა გატაცება ცეცხლის ჟინია.

და შურიანი პოეტების, მარადი ყეფა
დეე ისმოდეს: რისთვისაა პოეტი მეფე?
უფრო ხმამაღლა დაიძახონ… არ მეშინია.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button