ამონარიდებიგამონათქვამები

ნაწყვეტები სუნ ძის ,, ომის ხელოვნებიდან “

სუნ ძი (ჩინ.孫武) დიდი ჩინელი მხედართმთავარი და სამხედრო თეორეტიკოსი გახლდათ.მას ეკუთვნის ცნობილი ნაწარმოები ,,ომის ხელოვნება” გთავაზობთ ნაწყვეტს წიგნიდან ,,ომის ხელოვნება”

1. გაიმარჯვებს ის, ვინც იცის, როდის შეუძლია ბრძოლა და როდის – არა.

2. ომს უყვარს გამარჯვება, მაგრამ არ უყვარს გაჭიანურება.

3. ,,როდესაც ჯარისკაცების სიცოცხლე საფრთხეშია, მათ არაფრის არ ეშინიათ; როდესაც მათ არ აქვთ გამოსავალი, ისინი მაგრად არიან; როდესაც ისინი მტრის მიწაზე შედიან, მათ არაფერი არ აკავებთ; როდესაც ვერაფერს ვერ იზამენ, ისინი იბრძვიან.”

4. საუკეთესო ომია – მტრის ჩანაფიქრის ჩაშლა; შემდეგ ადგილზეა – მისი კავშირების დარღვევა; შემდეგ ადგილზეა – მისი ჯარის დამარცხება; ყველაზე ცუდია, ციხეების ალყა.”

5. “ბრძოლაში მხოლოდ რიცხობრივი უპირატესობა არ იძლევა უპირატესობას. არ ღირს შეტევა მხოლოდ შიშველ სამხედრო ძალაზე დაყრდნობით.”

6. ბევრის მართვა იგივეა, რაც ცოტას მართვა- საქმე ორგანიზებაშია.

7. თუ იცნობ შენ თავს და არ იცნობ მტერს, მაშინ გექნება გამარჯვებებიც და დამარცხებებიც.

8. სჯერ შეტაკება და ასჯერ გამარჯვება ეს არაა საუკეთესო, საუკეთესოა უცხო არმიის ბრძოლის გარეშე დამორჩილება.”

9. ომი, მუდამ ფლიდობის გზაა, ამიტომ, თუ რამე გძალუძს, მოაჩვენე, რომ არ გძალუძს; თუ რამეს აპირებ, დააჯერე, რომ არ აპირებ; თუ უახლოვდები, აფიქრებინე, რომ შორდები; და თუ შორდები, დაარწმუნე, რომ უახლოვდები. თუ მტერი რამეს დახარბებია – გაიტყუე იმავ სარგებლით; თუ არეულობას მოუცავს – მყის დაასწარ და იხელთე; თუ ძალით სავსეა – ჯერ მოუფრთხილდი; თუ ჯარით მძლავრობს – ჯერ მოერიდე; თუ რისხვას მოუცავს – დააშოშმინე; თუ რიდიანობს – გაადიდგულე; თუ დასვენებულია – მოქანცე; თუ თანხმობა აქვს – გათიშე. დაჰკარ იქ, სადაც არ გელის; დაიძარ მაშინ, როცა არ ელის. აი, ჭეშმარიტი ოსტატობა სარდლისა, რომელიც გამარჯვების საწინდარია, თუმცა წინდაწინ ვერვინ აირჩევს რომელიმე ხერხს.

10. თუ გაიგე, რომ შენთან მეტოქის ჯაშუშია და გითვალთვალებს, აუცილებლად მოთაფლე, შენთან ახლოს გყავდეს.”

goguryobattleabattlescenekogur

მოამზადა გიგა ჩალიგავამ

Source
https://msoflioistoria.wordpress.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button