ახალი ამბებიკომპიუტერული ტექნოლოგია

ცნობილი გახდა GeForce RTX 3060 სერიის პირველი მოდელების საცალო ფასები – ახალი დაფები სავარაუდოდ დიდად პოპულარული ვერ გახდება

GeForce RTX 3060 სერიის გრაფიკული ადაპტერების ოფიციალური დებიუტი 25 თებერვლისთვისაა დაგეგმილი, მათ მრავალი გეიმერი ელოდება და თეორიაში გვევლინება, როგორც „სახალხო“ მოწყობილობა. ადაპტერები უკვე გამოჩნდა რამდენიმე მაღაზიაში, თუმცა ფასმა შესაძლოა გაანაწყენოს კომპიუტერული ენთუზიასტების უდიდესი ნაწილი – წერს რესურსი Coreteks.

წყაროს ინფორმაციით, GeForce RTX 3060 სერიის პირველი მოდელები უკვე ხელმისაწვდომია საცალო მაღაზიებში: 

MSI-ს მიერ წარმოებული GeForce RTX 3060 GAMING X TRIO და GeForce RTX 3060 VENTUS 2X დაფები ღირს 515 და 485 აშშ დოლარი, შესაბამისად, ZOTAC GAMING GeForce RTX 3060-ის ფასი შეადგენს 500 აშშ დოლარს, ხოლო ASUS ROG Strix GeForce RTX 3060 და TUF Gaming GeForce RTX 3060 შეფასებულია შესაბამისად 500 და 490 აშშ დოლარად. მოცემული ფასები სარეკომენდაციო 329 აშშ დოლარის ფონზე მეტად იმედმაგაცრუებლად გამოიყურება. 

image.jpeg

სამწუხაროდ, რესურსმა არ დაასახელა წყაროები, რომელთა წყალობითაც ეს ინფორმაცია იქნა მოპოვებული, ამიტომ საიდუმლოდ რჩება, თუ კონკრეტულად რომელმა საცალო სავაჭრო ობიექტმა დააწესა ასეთი მაღალი ფასები. 

როგორც უნდა იყოს, ახალი ვიდეო დაფების ფასები სხვა მაღაზიებში შესაძლოა უფრო მაღალიც აღმოჩნდეს და 800-1000 აშშ დოლარს მიაღწიოს, თუმცა ეს ხელს არ უშლის მაინერებს – მათ არ აშინებთ Ethereum-ის მოპოვებისას ჰეშრეითის შემცირებაც კი და ყიდულობენ უახლეს ვიდეო დაფებს გაყიდვაში მათ ოფიციალურ გამოსვლამდე დიდი ხნით ადრე ისე, რომ რიგით მომხმარებლებს აღარაფერი რჩებათ. 

მოკლედ, გრაფიკულ ბაზარზე სიტუაცია პრაქტიკულად აღარავის აკვირვებს: გეიმერებს მხოლოდ ძველი დროის გახსენება შეუძლიათ, როდესაც საჭირო არ იყო მაინერებსა და გადამყიდველებთან „ბრძოლა“ და არც ფასები იყო ასეთი დამაბნეველი.  

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button