ისტორიამეცნიერება

პენიცილინის აღმოჩენა

დიდი მეცნიერებისა და სწავლულების რეიტინგში სერ ალექსანდრე ფლემინგს დამსახურებულად ეკუთვნის მოწინავე ადგილი, მაგრამ ამ უდიდეს პიროვნებას ერთი ცუდი თვისება ახასიათებდა: მას არცთუ ისე ძალიან უყვარდა სისუფთავე.

1928 წელს ფლემინგი თავის ლაბორატორიაში მუშაობდა, როცა შენიშნა, რომ სტაფილოკოკებით სავსე თეფში რაღაც უცნაური აპკით დაფარულიყო. მეცნიერი შვებულებაში ისე წავიდა, რომ ამ თეფშის გარეცხვა დაავიწყდა. დაბრუნებისას ნახა, რომ აპკი კიდევ უფრო გასქელებულიყო. მაშინ ფლემინგმა გადაწყვიტა მიკროსკოპში გაესინჯა ის. გაოცებულმა სწავლულმა ნახა, რომ ამ აპკს სრულიად გაენადგურებინა სტაფილოკოკის მიკრობები. ასე აღმოაჩინეს პენიცილინი, რომელმაც შემდგომში უამრავი ადამიანის სიცოცხლე იხსნა.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button