ასტროლოგიაზოდიაქოლომიმერწყულიმორიელი/ღრიანკალი

3 ზოდიაქოს ნიშანი, რომელიც მარტოობას ვერ იტანს!

არსებობენ ადამიანები, რომლებსაც არ შეუძლიათ საკუთარ თავთან მარტო დარჩენა.მიუხედავად იმისა, რომ მარტოობა ჩვენი ყოფის ერთ-ერთ შემადგენელი ნაწილია, ზოდიაქოს ეს სამი ნიშანი მარტოობას საერთოდ ვერ ეგუება! დღეს წარმოგიდგენთ ზოდიაქოს სამ ნიშანს, რომელსაც მარტოობა არ უყვარს!

ლომი

ლომები საკმაოდ თავმომწონე ნიშნები არიან. თავმომწონეობას ხშირ შემთხვევაში ზურგს თავდაჯერებულობა უმაგრებს. ლომების უპირატესობა ძალიან ბევრ ასპექტში იგრძნობა.მათთვის სასიცოცხლოდ საჭიროა კომუნიკაცია, რადგან სხვაგვარად ვერ ახდენენ საკუთარი აზრებისა თუ იდეების ფორმირებას. ლომებს უყვართ როდესაც მათ მიმართ ყურადღებიანნი არიან და თაყვანს სცემენ. მარტოობის დროს ისინი ბევრად უფრო სერიოზულები და მარტოსულები არიან, რაც მათი ნიშნისთვის წარმოუდგენელი რამ გახლავთ.

მორიელი

ჩვენს სიაში მეორე ადგილს მორიელები იკავებენ. თანდაყოლილი ტემპერამენტი და გამჭრიახი გონება მორიელის პიროვნებას საკმაოდ მიმზიდველს ხდის. ისინი მუდმივად ისწრაფვიან შეუძლებლისკენ და ამ გზაზე სჭირდებათ ადამიანები,რომლებიც მას მხარს დაუჭერენ და სიჯიუტისა და თავნებობის მიუხედავად მას როგორც ხელისუფალს აღიარებენ.ძალაუფლების მოყვარე მორიელები საკმაოდ მესაკუთრეები არიან, სწორედ აქ იბადება მათში ხასიათი, რომელიც აიძულებთ იყვნენ მასის ნაწილი და ლიდერული თვისებების არ ქონის მიუხედავად მოიპოვონ დიდი ფსიქოლოგიური ძალაუფლება მათზე.

მერწყული

ჩვენს სიაში მესამე ადგილს მერწყულები იკავებენ. მერწყულები ზოდიაქოს ნიშნებს შორის ყველაზე ორიგინალურები, კრეატიულები და სოციალურები არიან, სწორედ მათზეა ნათქვამი „დაუთმეთ სცენა“ რადგან მათ აქვთ უნარები,რისი საშუალებითაც შეუძლიათ ხალხში მოტივაციის გაზრდა და პროტესტის გაღვივება. ისინი საკმაოდ დადებითი ენერგეტიკის მატარებლები არიან და ენერგიასაც უანგაროდ გასცემენ მათ შეუძლიათ მოახდინონ გავლენა ნებისმიერი ტიპის ადამიანზე,რაც საკმაოდ უადვილებთ ცხოვრებას. ადამიანები მათ უსმენენ ნებისმიერ შემთხვევაში რადგან ისინი ძირითადად საკმაოდ ჰუმანურები და ერთგულები არიან.ამ ყველაფრის მიუხედავად მარტო დარჩენის დროს მაყურებლის გარეშე ძალიან იწყენენ და ხშირ შემთხვევაში თვითგვემასაც მიმართავენ ხოლმე.

Source
https://feedc.com/user/astrogeorgia

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button