Hi-Techახალი ამბებიკოსმოსი

NASA-ში მუშაობენ Mars Dog-ზე – მარსის კვლევისთვის განკუთვნილ ოთხფეხა რობოტზე

აშშ-ის აეროკოსმოსური სააგენტოს ინჟინრები მუშაობენ რობოტებზე, სახელწოდებით Mars Dog, რომლებიც შესაძლოა სასარგებლონი აღმოჩნდნენ მარსის შესწავლისთვის. საფუძვლად აღებულია Boston Dynamics-ის ოთხფეხა რობოტი Spot.

პლანეტების შესასწავლი თანამედროვე ყველგანმავლები, როგორც წესი, აღჭურვილნი არიან ოთხი ან ექვსი საბურავით, რითაც უზრუნველყოფილია ბრტყელ, ერთგვაროვან რელიეფზე გადაადგილება. NASA-ს ინჟინრებმა Ames Research Center-ისა და McGill University-ის მკვლევარებთან ერთად გადაწყვიტეს ამ კონცეფციისთვის გვერდის ავლა. ამის ნაცვლად ისინი გეგმავენ რობოტი-ძაღლების შექმნას, რომლებსაც შეეძლებათ ავტონომიურად იმოძრაონ არა მხოლოდ მარსის ზედაპირზე, არამედ გამოქვაბულებიც შეისწავლონ. 

პროექტის ფარგლებში რობო-ძაღლი მიიღებს მართვის ახალ სისტემა NeBula-ს, რომელიც ხელოვნური ინტელექტის ალგორითმებზეა დაფუძნებული. შედეგად მკვლევარებს ხელთ ექნებათ ავტონომიური მექანიკური ერთეულები, რომლებიც თანამედროვე როვერებთან შედარებით მსუბუქი, მანევრირებადი, კომპაქტური და სწრაფია. სულ შეიქმნება სამი რობოტი-ძაღლი, ერთ-ერთი მათგანი ორიენტირებული იქნება გამოქვაბულების კვლევაზე და აღჭურვილი იქნება მექანიკური მკლავი-მანიპულატორით, დანარჩენი ორი კი განკუთვნილია ზედაპირზე გამოყენებისთვის. სამივე რობოტი აღჭურვილი იქნება სენსორებითა და ინსტრუმენტებით, რომლებიც დედამიწაზე მონაცემებს რეალურ დროში გადასცემენ. 

image.jpeg

Mars Dog-ის კიდევ ერთი უპირატესობა ის არის, რომ შეუძლია ფეხზე წამოდგეს, თუ მოძრაობისას დაეცემა, თანამედროვე როვერები ამგვარ შესაძლებლობას არ ფლობენ. ამჟამად ხდება Mars Dog-ის ტესტირება და მას ასწავლიან სხვადასხვა ისეთ დაბრკოლების გადალახვას, როგორებიც მას მარსზე შეხვდება. ჯერჯერობით უცნობია, როდის გაიგზავნება Mars Dog პირველ კოსმოსურ მოგზაურობაში. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button