ასტროლოგიაზოდიაქოთევზებილომიმორიელი/ღრიანკალი

3 ზოდიაქოს ნიშანი, რომელიც ვერასდროს გათხოვდება!

არსებობენ ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც გათხოვებაზე დიდად არ ფიქრობენ. დღეს წარმოგიდგენთ 3 ზოდიაქოს ნიშანს, რომელიც ვერასდროს გათხოვდება.

მორიელი

სიის პირველ ადგილს მორიელები იკავებენ, რომლებიც ძალიან კარგი დიასახლისები არიან. მათ ყოველთვის დალაგებული აქვთ სახლი, უყვართ ნივთებისთვის თავისი ადგილის მოძებნა. ამ ყველაფრის მიუხედავად მორიელი მუდმივად ცდილობს ურთიერთობებში დომინანტი იყოს. მისი აზრით, ყველაფერი უნდა იყოს ისე როგორც მას უნდა. მორიელი ქალები ხშირ შემთხვევაში საკმაოდ თავის პროფესიაში წარმატებულები არიან, ეს კი კიდევ უფრო უწყობს ხელს ოჯახში მათი დომინანტური პოზიციების გამყარებას. ესაა მიზეზი, სწორედ თუ რატომ არის მასთან ერთ ჭერქვეშ ცხოვრება რთული და ყოველდღიურობაში მისი ხასიათის გაგება.

თევზები

ურთიერთობების დასაწყისში ქალი თევზები ნამდვილი ქალთევზები არიან. მომხიბვლელები, რომანტიკულები და ნაზები, რომლისთვისაც მისი პარტნიორი ნამდვილი თეთრ რაშზე ამხედრებული პრინცია, თუმცა დროის გასვლის შემდგომ რეალურ სახეს გვიჩვენებენ. სიმკაცრე, პრეტენზიები, გაუთავებელი კამათი და უმკაცრესი ტონი – მათ ნამდვილად აქცევთ ისეთ ადმიანებად, რომელთან ერთადაც ერთ ჭერქვეშ ცხოვრება არ მოგინდებათ!

ლომი

ქალი ლომები საკმაოდ კარგი მოსაუბრენი არიან. მათ შეუძლიათ დიდი გავლენა მოახდინონ საზოგადოებასა და საზოგადოების ინტერესებზე, თუმცა მათთვის სახლის საქმეები ნამდვილი კოშმარია. იმასთან ერთად, რომ ლომი ზოგადად საკმაოდ ძლიერი ნიშანია, ისინი ოჯახურ ცხოვრებაში ნაკლებად ჩართულები არიან. მათთვის ოჯახური ფინანსების განკარგვა საკმაოდ რთულია, რაც მათ არასასიამოვნო პარტნიორებად აქცევს.

Source
https://feedc.com/user/astrogeorgia

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button