ახალი ამბებიმეცნიერებატექნოლოგია

ინჟინრებმა შექმნეს კონდენციონერი, რომელიც ელექტროენერგიის გარეშე მუშაობს

სტარტაპ SoundEnergy-ს ინჟინრებმა შექმნეს კონდენციონერი, რომელიც მუშაობს ქარხნული წარმოების სითბურ წყაროზე ან მზის ენერგიაზე და არ სჭირდება ელექტროენერგია. მოწყობილობა საშუალებას იძლევა ნაკლები ზიანი მიადგეს ეკოლოგიას და ამცირებს შენობის გაგრილებისთვის საჭირო ხარჯებს – წერს New Atlas.

საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს მონაცემებით, 2050 წლისთვის თითქმის 6 მლრდ კონდენციონერში გამოყენებული იქნება მსოფლიო ელექტროენერგიის 37%. ეს ზრდა დაკავშირებულია აქტიურად განვითარებად ბაზრებთან ჩინეთსა და ინდოეთში – ქვეყნების მოქალაქეები უფრო შეძლებულნი ხდებიან და ყიდულობენ უფრო მეტ კონდენციონერს ჰაერის ტემპერატურის გლობალური მატების გამო.

ამჟამად არსებული კონდენციონერები გამოყოფენ ნახშირორჟანგს და ე.წ. გამაგრილებელ აგენტებს (ამგვარი ნივთიერებებია ამიაკი, ფრეონი, ეთილენი, ეთილის ქლორიდი, პროპანი და ა.შ.), რომლებიც ხელს უწყობს გლობალური დათბობის დამაჩქარებელ პროცესებს.

SoundEnergy-ს მიერ შექმნილი მოწყობილობა მუშაობს „სტირლინგის ძრავის“ ანალოგიურად, რომელიც ორასი წლის წინ გამოიგონეს. კონდენციონერში გამოყენებულია ტემპერატურათა სხვაობა აკუსტიკური ტალღების შექმნისთვის მომრგვალებულ მარყუჟიან მილში და აძლიერებს ამ ტალღებს წნევის ვარდნას იქამდე, სანამ არ მიაღწევს მაღალ ინტენსივობას. მას შემდეგ, რაც სითბოს კლება გარდაიქმნება წნევის ვარდნად, წნევის ვარდნა კვლავ გარდაიქმნება სითბოდ, ამჯერად კი – მინუსიანი ნიშნით.

კომპანიამ თავისი კონდენციონერების პირველი პარტია უკვე გაყიდა 50 ათას დოლარად. SoundEnergy-ს წარმომადგენლის თქმით, მოწყობილობის წარმოების ზრდის პარალელურად მისი ფასი თანდათან შემცირდება.

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button