ლიტერატურასაკითხავი

სიცოცხლით სავსე სიკვდილის ცეკვა გრძელდება – ნილ გეიმანის ბლოგპოსტი

ახლა ატლანტას აეროპორტის მოსასვენებელ ოთახში ვზივარ და დილის შვიდის ნახევარია, მაგრამ ჩემს სხეულს ჯერ ისევ სჯერა, რომ ჯერ მხოლოდ ოთხის ნახევარია, რადგან სან ფრანცისკოში თვითმფრინავში სულ რამდენიმე საათის წინ ავედი. მე აქ იმ ამბის გამო ვარ რასაც ედი კემბელი თავის ამავე სახელწოდების წიგნში უწოდებს – სიცოცხლით სავსე  სიკვდილის ცეკვას.                                 ერთი თვის წინ ბაბუა გავხდი. ჩემს ბიჭს მაიკლს და მის მეუღლეს კორტნის პირველი შვილი ეყოლათ. პატარა ბიჭს ევერეთი დაარქვეს. დღეებს ვითვლიდი, როდის შევძლებდი მათთან მისვლას და ბავშვის ნახვას, მაგრამ ჯერ ფლორიდაში ქარბორბალისგან თავის დაღწევა მომიხდა (საბოლოოდ აღმოჩნდა რომ ჯამში ხუთი ასეთი ქარბორბალა იყო, რომელთაც სიმძლავრე არ დაუკარგავთ), შემდეგ კი სახლისკენ გზა და მოკლედ…                               ერთი პერიოდი საბავშვო ურიკის მძღოლის ფუნქციები ავითვისე და ამგვარად ვართობდი პატარა ერთი წლის ეშს. (ურიკა ბოსტონში, ქუჩაში მგდებული ვიპოვე, ასე მოქცეულიყო ამანდას ღრუბლის კლუბის მეპატრონე – ლი. შემდეგ ურიკა შევაკეთე და შევალამაზე). მერე ამანდას და ეშს დავემშვიდობე და პატარა ევროპულ ტურში გავაცილე.                            ამაზე გამახსენდა: აქვე დავდებ პატარა ლამაზ ვიდეოს, რომელშიც ეში თამაშობს (აკვანში მწოლიარე ერთი წლის ბავშვს). ეს არის ამანდა პალმერის და ჯეკის ქავერი “Wynken, Blynken and Nod”-ზე. აქვეა ამანდაც, მედისი და მოკლედ ბევრი ჩვენი მეგობარი. (როცა ეს ვიდეო გადაიღეს, იმ ღამით შოტლანდიაში ვწერდი, ასე რომ მე ვერ მოვხდი.) თუ შეძლებთ, გირჩევთ სრულ ეკრანზე უყუროთ. ბევრი საინტერესო რამ ხდება.         

შემდეგ ტორონტოში მომიწია წასვლა, სადაც ამერიკელი ღმერთების სატელევიზიო შოუს პირველი სეზონის საპატივცემულოდ მოწყობილ წვეულებას დავესწარი, რადგან მსურდა რომ მსახიობების და პერსონალისთვის მადლობა გადამეხადა იმ დიდებული შრომისთვის, რომელიც ამ სერიალის მზადებისას გასწიეს. შემდეგ ლოს ანჯელესისკენ გავსწიე, სადაც ერთი ძალიან მაგარი და თან გასაიდუმლოებული (რატომ – გაიგებთ მომავალ წელს) საქმე გავაკეთე და იქვე მივეცი ინტერვიუ Electronic Press Kit-ს ასევე ამერიკელი ღმერთების შესახებ. (სერიალი გაზაფხულზე გამოვა. ძალიან ვღელავ).                           და მერე როგორც იქნა გავემგზავრე სან ფრანცისკოში, რათა ოფიციალურად გავმხდარიყავი ბაბუა.            
ევერეთი ძალიან საყვარელი ბავშვია. ისეთი სახე აქვს, თითქოს ქროქეთ ჯონსონს დაეხატა იმ კონკრეტულ დღეს, როცა თავს გამორჩეულად ეშმაკურად გრძნობდა. ცოტათი ბერნაბის და ოდნავ მისტერ ო’მეილისაც ჰგავს – ბერნაბის ნათლიას. რამდენიმე ბედნიერი დღე გავატარე საფენების ცვლაში და ბავშვის ფერებაში. უამრავ, უამრავ ფერებაში.                      
შევეცადე ტვიტერზე ამეხსნა, თუ რას ნიშნავს იყო ბაბუა. – “მოსარგებად ძალიან მოსახერხებელი რამ არის. ახლად შეკერილ ძველებურ ქურთუკს ჰგავს.” მართლაც ასეა. არ გჭირდება არანაირი ინსტრუქცია, უბრალოდ ირგებ და გიყვარს როგორ გათბობს და გერგება. დაახლოებით ასეთივე შეგრძნებაა შვილის დაბადებაც.                                 ეს ფოტო მაიკლს და ევერეთს გადავუღე. ჩემი ვაჟი და მისი ვაჟი. კორტნის და მაიკლის გამო თავს ძალიან ამაყად ვგრძნობ: ძალიან კარგი მშობლები არიან. თან ვგრძნობდი რომ ამ ყველაფრის პარალელურად უნდა გამეკეთებინა რაღაც ძალიან კარგი და სწორი.

სან ფრანცისკოში მათთან კიდევ ოთხი დღის გატარებას ვგეგმავდი, მაგრამ შემდეგ ჩემი ბიძაშვილის – სიდნის სიკვდილის ამბავი გავიგე.                  სიდნიმ ელენი 68 წლის წინ მოიყვანა. ის გარდაცვალების დღისთვის 94 წლის იყო, ელენი 98-ის არის. ის მხიარული, თავისრებურად ცელქი, ჭკვიანი და ძალიან უშფოთველი კაცი იყო. სამშენებლო ბიზნესში იყო ჩართული და როცა სამსახურს თავი დაანება მოქანდაკე გახდა. შექმნა ბრწყინვალე ნამუშევრები – ძალიან რეალისტური და აბსტრატული, მაგრამ ისეთები, რომლებსაც ყოველთვის გინდოდა რომ ხელით შეხებოდი. ბოლო ათი წლის განმავლობაში უფრო და უფრო აკლდებოდა სმენა, თითქოს უფრო შორეული ხდებოდა, მაგრამ მისი თვალების ნათება ყოველთვის დაგანახებდა მთელ თავის ბუნებას და გაგრძნობინებდა, რომ ყველაფერი რასაც ამბობდი, იდეალურად წარმოედგინა.                 
აქ სიდნი და ამანდა არიან გადაღებული 2013 წელს: სარასოტაში წავიყვანე მათთან შესახვედრად და ჩვენ ექსპრომტულ უკულელეს კონცერტს  (ამანდას მხრიდან) და საჯარო კითხვას (ჩემ მხრიდან) დავესწარით. ეს ყველაფერი ელენის და სიდნისთვის მოეწყო, თუმცა იქ იყო კიდევ რამდენიმე ასეული ადამიანი, რომლებმაც ამ შეხვედრის შესახებ ტვიტერიდან შეიტყვეს.

იხილეთ სიდნის ნეკროლოგი. ნახეთ მონაკვეთი სადაც ნათქვამია, რომ ის ყველას უყვარდა და ყველას ხიბლავდა? ეს სრული სიმართლეა. სტანდარტული, ნეკროლოგისთვის შექმნილი ფრაზა არ გეგონოთ.                          ხოდა ვზივარ ატლანტაში და სსიდნის დაკრძალვაზე დასასწრებად ვემზადები.                          ჩავალ და დავესწრები პროცესიას. რატომ? იმიტომ, რომ მიყვარდა და იმიტომ, რომ ჰყავდა ასეთი ოჯახი და მყავდა ბაბუა, რომელიც ჩვენ ოჯახის პირველი წარმომადგენელი იყო, რომელიც ბრიტანული ნაწილიდან ამერიკულ ნაწილს დაუკავშირდა; თან ევერეთი და ეში მახსენდება, ცოცხლად ვუყურებ ცხოვრების წრეს. ედი კემბელმა ეს სწორად გაიგო. სიცოცხლით სავსე სიკვდილის ცეკვა. ეს არც თუ ისე ცუდია. ვიღაც საცეკვაოდ გადის, ვიღაც კი სცენას ტოვებს, ცეკვა გრძელდება და გრძელდება სიყვარულიც.                      
სიყვარულზე გამახსენდა – ედისთვის შესანიშნავ ოდრი ნიფენეგერზე დაქორწინება არ მიმილოცია, არც ოდრისთვის მიმილოცია შესანიშნავ ედი კემბელზე დაქორწინება. ძალიან მიხარია, როცა ჩემი მეგობრები ოჯახს ქმნიან.

წყარო: http://journal.neilgaiman.com/2016/10/lifey-death-dances-again.html
მთარგმნელი: ირაკლი სულაძე

Source
http://celsius-233.blogspot.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button