რჩევებისილამაზეცხოვრების სტილი

კოსმეტიკური თიხა და როგორ მოვამზადოთ უნიკალური ნიღაბი მისგან!

🔺 კოსმეტიკური თიხა არის ბუნებრივი კანის მოვლის პროდუქტი, რომელმაც მონოპოლია აიღო კანის მოვლის სფეროში! მას შეხვდებით ცნობილი ბრენდების დასაბან საშუალებებში, ნიღბებში, სკრაბებში, პილინგებსა და ამქერცლავ/გამწმენდ საშუალებებში, თუმცა უნდა იცოდეთ, რომ კოსმეტიკურ თიხას აქვს რამდენიმე ფერი და თითოეულ თიხის ფერს სხვადასხვა დანიშნულება გააჩნია და გამოიყენება სხვადასხვა ტიპის კანზე. 🔻

ახლა, უფრო დეტალურად! ⤵️

1) ⚫️ შავი თიხა – ეს თიხა, ასევე, ცნობილია, როგორც მკვდარი ზღვის ტალახი და გამოიყენება, ძირითადად, სხეულზე და სახეზე მის გამოყენებას მე ნაკლებად გირჩევთ. გამომიყენებია… და ის სიმწარეც ვიგემე, რაც დამემართა, თუმცა სხეულზე არსებულ ლაქებს, გამონაყარს და უამრავ პრობლემას აგვარებს მარტივად. მომზადების წესი: 1 ს/კ შავი თიხის ფხვნილი + 2/3 ს/კ გვირილის ნაყენი. ისვამთ და იჩერებთ 10 წუთით, არ აცდით გაშრობას, ისე იბანთ. ზოგადად, თიხის ნიღბებს კანზე ნუ შეიხმობთ, ჩამოიბანეთ გაშრობამდე.

2) ⚪️ თეთრი თიხა – ეს თიხა კოსმეტოლოგებში ცნობილია, როგორც კაოლინი (კაოლანტი). არის უნივერსალური და სუპერ-ეფექტური. ებრძვის და ამარცხებს ლაქებს, შავ წერტილებს, ცხიმოვან სიპრიალეს, ასწორებს ნაოჭებს და ათანაბრებს კანის რელიეფს, აშორებს მკვდარ უჯრედებს და ახდენს კანის ზედაპირის რეგენერაციას. გამოადგება ყველა ტიპის კანს, თუმცა ცხიმიან კანს განსაკუთრებით, რადგან ფორებს შესანიშნავად კრავს, ასევე აკნეს ებრძვის.

მომზადების წესი იგივეა, რაც შავი თიხის შემთხვევაში, უბრალოდ, ამატებთ 2 აბ კარგად დაფხვნილ აცეტილსალიცილის მჟავას (ასპირინს), თუ გაწუხებთ ძალიან ღია ფორები, აკნე და მუქი ლაქები.

3) 🟡 ყვითელი თიხა – ეს თიხა საფრანგეთიდან მოდის და ცნობილია მისი უნიკალური დეტოქსიკაციის თვისებით, ამავე დროს, ამკვრივებს კანს, ავიწროვებს ფორებს და ამდიდრებს კანს საჭირო ვიტამინებით, მინერალებითა და მიკროელემენტებით. ახორცებს ჭრილობებს და ხელს უშლის კანის გაღიზიანებას, ამიტომ თუ აკნე გაქვთ, ამ ნიღბის გამოყენება შეგიძლიათ, ისევე, როგორც ნებისმიერი ტიპის კანის მქონე ადამიანს.

მომზადების წესი: ხის კოვზით იღებთ 1 ს/კ თიხის ფხვნილს და ნელ-ნელა ამატებთ ! გამოხდილ წყალს, ! რომ თავი დავიცვათ ბაქტერიებისგან. უმატებთ წყალს და ურევთ. როდესაც არაჟნის სისქის მასას მიიღებთ, წაისვით და გახმობამდე დაიბანეთ, ანუ, 10 წუთით გაიჩერებთ. ! არ დაგავიწყდეთ ! თიხასთან ყოველთვის ხის კოვზით და ჩხირით მუშაობთ, რადგან მეტალი თიხასთან რეაქციაში შედის და თვისებებს უკარგავს.

4) 🟢 მწვანე თიხა – ამ თიხას ვუწოდებ ცხიმიანი და პრობლემური კანის სასწრაფო დახმარებას. საოცრად ამშვიდებს აკნეთი დაზიანებულ კანს, კრავს ღია ფორებს, ხელს უშლის ანთებითი პროცესების განვითარებას, ახდენს აკნეს პრევენციას და უკვე არსებული კომედონების გამოშრობას და გაქრობას. ეხმარება შავ წერტილებს კანის ზედაპირზე ამოსვლაში და აფერმკრთალებს ლაქებს, აუმჯობესებს კანის ფერს. ვამზადებთ ზუსტად ისე, როგორც ზემოთ აღვნიშნე. არ დაამატოთ არაფერი, გარდა გამოხდილი წყლისა.

5) 🔴 წითელი თიხა – ეს თიხა შეიცავს უკიდურესად დიდი ოდენობით რკინას, მინერალებს, ოქსიდებს და უამრავ სასარგებლო ნივთიერებას. აშორებს ჯანმრთელ კანს მკვდარ უჯდერებს, შავ წერტილებს, აქრობს კანიდან სიმშრალისა და დაჭიმულობის შეგრძნებას და ისრუტავს ზედმეტ ცხიმს. მომზადების წესი არის იდენტური, როგორც ზემოთ აღნიშნული თიხებისა.

6) 🌸 ვარდისფერი თიხა – მშრალი კანის თიხა. ეს უკანასკნელი თიხა არის მიქსი თეთრი და წითელი თიხისა, რომელიც აღადგენს გამომშრალ კანს, ატენიანებს, ასწორებს ნაოჭებს და ათანაბრებს კანზე არსებულ ნაკლოვანებებს, რომელიც უამრავი მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული. მაგალითად, აკნესგან, ან მზისგან მიღებული დამწვრობით, სხვადასხვა ინფექციური დაავადებით და ა.შ.

მომზადების წესი – იდენტური, რაც ზემოთ აღნიშნული თიხების შემთხვევაში გვაქვს.

7) 🔵 ცისფერი თიხა – თვისებებით ძალიან ჰგავს თეთრ თიხას. უმეტესად, ცხიმიან კანს უხდება, ასევე ძალიან პოპულარულია თმის მოვლაში. ისვამთ სკალპზე, იჩერებთ 5-7 წუთის მანძილზე და იბანთ. ეს პროცედურა ამაგრებს თმის ძირებს და აქრობს ქერტლს. აშორებს სიბინძურეს და მკვდარ კანს. ვამზადებთ ზუსტად ისე, როგორც ზემოთ ჩამოთვლილ ექვსი სახეობის თიხებს. თუ ცხიმიან თმაზე ან კანზე ისვამთ, შეგიძლიათ ცოტა ლიმონის წვენიც დაამატოთ, რომ ფორები გაასუფთავოს და კანის გათეთრებას, ლაქების გაუფერულებას შეუწყოს ხელი.

👆🏻 თითოეული ამ თიხის შეძენა შეგიძლიათ ინტერნეტ მაღაზიებსა და აფთიაქებში, საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასად. უბრალოდ, საქართველოს სააფთიაქო ბაზარზე მხოლოდ ცისფერ, თეთრ და შავ თიხის ფხვნილებზე მიგვიწვდება ხელი. 💁🏻‍♂️

Source
ლუკა ჭაფოძე

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button