ლიტერატურა

კითხვის ნიშანი

კითხვის ნიშანს ვწერთ კითხვითი წინადადების ბოლოს.

მაგ.: რა მოხდა? ვინ მოვიდა? საიდან გაჩნდი აქ?
ა) კითხვის ნიშანი დაისმის კითხვის შემცველი დამოკიდებული წინადადების ბოლოს, როცა მოუბარი გადმოსცემს თავის და სხვის ნათქვამს. მაგ.: ბოლოს ჰკითხა მან – ვინ ხარ, შვილო? ვინ არის აქ? _ იკითხა მასპინძელმა.

ბ) კითხვის ნიშანი დაისმის ნაწილაკიანი პირდაპირი სხვისი ნათქვამის ბოლოსაც. მაგ.: მან მკითხა – რა გინდა ჩემგან? ტყის მცველმა ჰკითხა – ვინა ხარ?

გ) ზოგჯერ ერთად რამდენიმე კითხვა იყრის თავს, ასეთ შემთხვევაში მძიმეებს ვიხმართ, კითხვის ნიშანს კი წინადადების ბოლოს ვსვამთ. მაგ.: რა ვუთხრა, როგორ გავაგებინო, რას მივმართო?

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button