ასტროლოგიაზოდიაქოთევზებიკურომშვილდოსანი

3 ზოდიაქოს ნიშანი, რომელიც ახალ წელს წარმოუდგენელ საჩუქარს მიიღებს!

1. მშვილდოსანი

ამ ნიშნის შრომისმოყვარეობა და მიზანმიმართულობა დამსახურებისამებრ დაფასდება. წლის ბოლომდე, თქვენ მოგიწევთ ოფლისღვრამდე მუშაობა, თუმცა, იანვრის დაწყებასთან ერთად, საქმე თანდათან დალაგდება. ბედი გულუხვად დააჯილდოებს თქვენს ძალისხმევას. ზამთარი თქვენთვის იღბლიანი პერიოდი იქნება, როცა შეძლებთ ყველაზე თამამი ოცნებების განხორციელებას.

მშვილდოსნებს ელით გარკვეული ისეთი სიტუაცია, როცა ახლობლების დახმარება დასჭირდებათ. ნუ იტყვით მასზე უარს, მინიშნებები და მხარდაჭერა თქვენთვის აუცილებელია. მხოლოდ ახლობლების დახმარებით თუ შეძლებთ წარმატების მიღწევას. წარმატება მთელი წლის მეგზური რომც იყოს, მაინც არ თქვათ ახლობლებისგან შემოთავაზებულ დახმარებაზე უარი.

2. თევზები

ბედის კიდევ ერთი ფავორიტი. ზამთარში ყველა სირთულე წარსულს ჩაბარდება და ახალი, ნათელი ცხოვრება დაიწყება. იღბალი თევზებს უამრავ სურპრიზს მოუტანს ფინანსურ სფეროში თუმცა, არც პირადი ცხოვრების შესახებ დაივიწყებს. თევზებს ბევრი ახალი ნაცნობობა ელის, რომლებიც მის სამომავლო ცხოვრებაზე მოახდენს გავლენას. თქვენ გაგიჩნდებათ შანსი, გადაჭრათ ფინანსური პრობლემები და გაისტუმროთ ვალები.

3. კურო

გულწრფელად ვიტყვით, თქვენთვის ეს წელი მარტივი არ ყოფილა. იღბლის პატარა ნაგლეჯისთვის მუდმივი ბრძოლა გიხდებოდათ, თუმცა ამ ზამთარს ყველაფერი შეიცვლება. უკვე დეკემბერში, საქმე უკეთესობისკენ წავა, სულ ცოტაც უნდა მოითმინოთ. წლის ბოლო შეიძლება ცოტათი დაძაბული გამოვიდეს, თუმცა ცვლილებები უკვე გზაშია, მალე თავადაც იგრძნობთ.

Source
https://feedc.com/user/astrogeorgia

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button