დანაშაულირჩევები

როგორ მოვიქცეთ, როცა ჩვენი, როგორც მომხმარებლის უფლებები ირღვევა?!

⭕️ ყველამ უნდა იცოდეთ, რომ კანონი მომხმარებელთა უფლებების შესახებ საქართველოში, ჯერ-ჯერობით არ არსებობს, მაგრამ გვყავს სტრუქტურები, რომლებიც კონკრეტულ სიტუაციაში დაიჭერენ თქვენს პოზიციას.

1. 🔴 📞 თუ კი კვების ობიექტზე შეუსაბამობას აღმოაჩენთ, მოიწამლებით, ვადაგასულ პროდუქციას ნახავთ ან ეტიკეტზე არაა სათანადო ინფორმაცია – 15 01 (სეს)

2. 🔴 📞 სილამაზის სალონში, ესთეტიკურ ცენტრში, თავის მოვლის დაწესებულებაში დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში – 15 05 (ჯანდაცვის ცხელი ხაზის დეპარტამენტი)

3. 🔴 📞 თქვენი უფლებები დაირღვა ბანკში, ლომბარდში, ვალუტის გადამცვლელ ჯიხურში, ან ფინანსურ საკითხთან გაუგებრობა შეგემთხვათ – +995 32 2 411 092 (კრიმინალური პოლიცია)

4. 🔴 📞 გირეკავენ კომპანიებიდან თაღლითური სქემით, მაგ: “დეშელი”, “ლაქშერი კოსმეტიკსი” და ა.შ და თავს არ განებებენ, თან, არ იცით საიდან აქვთ თქვენი ნომერი – +995 32 2 421 000 (პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექცია)

5. 🔴 📞 მობილური ინტერნეტი არ მოგეწოდებათ, ნელია და არ აკმაყოფილებს ხელშეკრულების პირობებს – +995 32 2 399 505 (კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისსის მომხმარებელთა ინტერესების დამცველი)

❓სადმე დაარღვიეს თქვენი, როგორც მომხმარებლის უფლებები? – დარეკეთ და დატოვეთ შეტყობინება!

Source
ლუკა ჭაფოძე

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button