კინემატოგრაფიაფაქტები

ფაქტები “მებრძოლთა კლუბის” შესახებ

ფილმი დაფუძნებულია იმავე სახელწოდების წიგნზე. ჩაკ პალანიკს კი წიგნის დაწერის იდეა გაუჩნდა კემპინგისას.

ტაილერ დერდენის როლზე რასელ ქროუ განიხილებოდა.

ბრედ პიტის გასამრჯელო 7-ჯერ აღემატებოდა ედვარდ ნორტონის ანაზღაურებას. ბრედ პიტი – 17.5 მილიონი დოლარი ედვარდ ნორტონი – 2.5 მილიონი დოლარი

ფინჩერმა ედვარდ ნორტონი როლზე დაამტკიცა მისი პერფორმანსის გამო ფილმში “ხალხი ლარი ფლინტის წინააღმდეგ”.

მარლას როლზე განიხილებოდნენ რიზ უიზერსპუნი, ვაინონა რაიდერი, ჯენი გაროფალო, კორტნი ლავი და ჯულია ლუის-დრეიფუსი.

ნორტონმა და პიტმა ისწავლეს საპნის მომზადება როლისთვის.

ფინჩერმა თქვა, რომ თითოეულ სცენაში ერთი სტარბაქსის ჭიქა მაინც ჩანს.

ფილმში დეტექტივების სახელებია:დეტექტივი ენდრიუ, დეტექტივი კევინი და დეტექტივი ვოლქერი. თუ ჩვენ გავაერთიანებთ ამ სახელებს მივიღებთ: ენდრიუ კევინ ვოლქერს, რომელიც ფინჩერის “შვიდის” სცენარის ავტორია.

როდესაც ნორტონის პერსონაჟი სწავლობდა ბრძოლას, მას ტაილერისთვის უნდა დაერტყა მხარში. მიუხედავად ამისა, ფინჩერმა ნორტონს უთხრა რომ ბრედისთვის სახეში გაერტყა, ამის გამო პიტის რეაქცია იყო რეალური.

მარლა სინგერის ტელეფონის ნომერი იგივეა, რაც ტედის ნომერი ფილმში “მემენტო”.

ფილმის გადაღებები გაგრძელდა 138 დღე.

ედვარდ ნორტონის პერსონაჟის სახელი არც ერთხელ ხსენებულა ფილმში.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button