ახალი ამბებიბიზნესიბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები

Bitcoin-ის კურსი დაეცა

როდესაც კრიპტოვალუტები ჯერ კიდევ პოპულარობის მოპოვების ეტაპზე იყო, ბევრი მომხრე მათ მიიჩნევდა დამცავ აქტივებად გლობალური ეკონომიკური რყევების დროს. მიმდინარე კრიზისის პირობებში ყველაზე მეტად გავრცელებული კრიპტოვალუტები ამ იმედს ვერ ამართლებენ: მათი კურსი სწრაფად ეცემა ინვესტორების პანიკის ფონზე. 

მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციამ კორონავირუსის აფეთქების საწყის ეტაპზე დაინახა მასში პანდემიის ნიშნები, შესაბამისმა განცხადებებმა გააღრმავა საფონდო ინდექსების ვარდნის ის პროცესი, რომელიც შეინიშნებოდა ბოლო დღეებში ნავთობზე ფასის შემცირების შემდეგ. Bitcoin-ის კურსი ბოლო დღე-ღამეში 23%-ით შემცირდა, რაც გარკვეული მოსაზრებით ადასტურებს მის სპეკულაციური აქტივის სტატუსს. ბოლო ხუთი დღის განმავლობაში Bitcoin-ს ღირებულების დაახლოებით 30% მოაკლდა, კურსის დღიური კლება კი უკანასკნელი ხუთი წლის მანძილზე ყველაზე დიდი იყო. 

image.jpeg

ფოტოს წყარო: Coindesk 

პოპულარობისა და გავრცელების მხრივ მეორე კრიპტოვალუტა Ethereum-ის ფასი 27%-ით შემცირდა, მესამე – XRP-ს კი მოაკლდა ღირებულების 21 %. ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ კრიპტოქომიუნითის ფარგლებს გარეთ ცოტა თუ მიიჩნევს ამ ტიპის აქტივებს „ციფრულ ოქროდ“. თებერვლის შუა რიცხვებამდე Bitcoin-ის ფასი იზრდებოდა მაისის ჰალვინგთან დაკავშირებული მოლოდინებით. ამ პერიოდის ყველა მიღწევა ბაზარზე არსებული პანიკის გამო ჩამოიშალა. მოცემული სიტუაცია გვიჩვენებს, რომ ჯერჯერობით კრიპტოვალუტები სპეკულაციურ ინსტრუმენტებად რჩება, რომელთა გამოყენება კრიტიკულ პერიოდებში ინვესტიციების დაცვისთვის არ შეიძლება. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button