ბიზნესიბლოკჩეინი და კრიპტოვალუტებიკვლევები

Chainalysis: დარქნეტში Bitcoin-ის პოპულარობა ზრდას აგრძელებს

Chainalysis-ის მკვლევარები მივიდნენ დასკვნამდე, რომ დარქნეტში Bitcoin-ის გამოყენება, მათ შორის ნარკოტიკების შესყიდვისთვის, ზრდას აგრძელებს. 

კომპანიის ახალ ანგარიშში ნათქვამია, რომ გასული წლის მეოთხე კვარტლის განმავლობაში დარქნეტ-ბაზრებზე განხორციელებული Bitcoin-გარიგებების მოცულობამ 600 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 

ქვემოთ მოცემულ გრაფიკზე ვხედავთ დარქნეტ-მარკეტფლეისის შემოსავლების ზრდას. იგი განსაკუთრებით მკაფიოდაა გამოხატული 2019 წლის პერიოდში, ერთი წლით ადრე კი უმნიშვნელო კლება შეიმჩნეოდა: 

თუმცა, Bitcoin-ისა და Altcoin-ების წილი ასეთ მარკეტფლეისებზე დიდი არ არის და 1 %-საც არ შეადგენს. მომდევნო გრაფიკზე ვხედავთ, რომ Bitcoin-ის წილი დარქნეტ-ბაზრებზე მიმდინარე ოპერაციებში ნელ-ნელა იზრდება, გაცილებით აქტიურად BTC გამოიყენება საქმიანობის ლეგალურ სფეროებში: 

image.png

Chainalysis-მა ხაზი გაუსვა, რომ დარქნეტში Bitcoin-ის აქტიურობაზე დიდ გავლენას არ ახდენს კრიპტოვალუტის ფასის ცვლილებები. 

ძველად კომპანიის მიერ გაკეთებული დასკვნის მიხედვით კრიპტოვალუტის მფლობელები ყველაზე ხშირად მიმართავენ სერვისებს პრივატულობის მიზნით და არა იმისთვის, რომ დამალონ არალეგალური შემოსავლები. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button