ანიმენარუტო

ანიმე ნარუტო – შინობთა მსოფლიო ომები

ნარუტოს სამყაროში მომხდარ ოთხ მსოფლიო ომს შორის პირველი სამი დიდ ქვეყნებს შორის პირველობისა და ძალაუფლების მოსაპოვებლად წარმოებდა, მეოთხე კი შინობთა გაერთიანებულ ძალებსა და აკაცუკის შორის მიმდინარეობს.

პირველი მსოფლიო ომი
შინობთა პირველი მსოფლიო ომის (第一次忍界大戦, დაიიჩიჯი ნინკაი ტაისენ) დაწყების მიზეზები ცნობილი არაა. იგი მას შემდეგ უნდა მომხდარიყო, რაც ხუთივე დიდებულ ქვეყანაში თითო თითო დამალული სოფელი, მათ შორის კონოჰაგაკურე, შეიქმნა. სოფლების გათანაბრების მიზნით პირველმა ჰოკაგემ ყოველ მათგანს თითო ჯინჩურიკი უბოძა და მათთგან სამშვიდობო მოლაპარაკებები წამოიწყო. თუმცა მისი ეს მცდელობა არასაკმარისი აღმოჩნდა ომის თავიდან ასარიდებლად და, შესაძლოა მის დაწყებასაც შეუწყო ხელი. პირველი მსოფლიო ომი დროებითი ზავით დამთავრდა. მის შედეგად ხუთივე დიდებულმა ქვეყანამ დიდად იზარალა. მეორე ჰოკაგე სწორედ ამ ომში დაიღუპა, როდესაც მან კუმოგაკურეს არმიასთან ბრძოლის დროს საკუთარ ქვეშევრდომთა გადარჩენის მიზნით გასწირა თავი.

მეორე მსოფლიო ომი
სერიებში ბევრი რამ არც შინობთა მეორე მსოფლიო ომის (第二次忍界大戦, დაინიჯი ნინკაი ტაისენ) დაწყების მიზეზებზეა ნათქვამი. იგი პირველი მსოფლიო ომის დასრულებიდან მიახლოებით ოცი წლის შემდეგ უნდა დაწყებულიყო. ბრძოლა კონოჰას მესამე ჰოკაგეს, სუნაგაკურეს მესამე კაზეკაგეს, ამეგაკურეს მმართველ ჰანზოსა და იუაგაკურეს მესამე ცუჩიკაგეს შორის მიმდინარეობდა. საომარ მოქმედებათა დიდი ნაწილი დაპირისპირებულ მხარეთა შორის მდებარე პატარა ქვეყნებში მოხდა. ამ ომის შედეგად მნიშვნელოვნად დაზარალდა ამეგაკურე. იგი თითქმის მთლიანად განადგურდა. როგორც ჩანს, მეორე მსოფლიო ომი კონოჰასათვის სასურველი შედეგებით დასრულდა. ნაგატოს თქმით, იგი სწორედ კონოჰამ წამოიწყო. აღსანიშნავია, რომ ჯირაიამ, ცუნადემ და ოროჩიმარუმ სწორედ ამ ომში გაითქვეს სახელი, როდესაც ჰანზოსთან ბრძოლაში გადარჩენილებს ამ უკანასკნელმა კონოჰას სამი ლეგენდარული შინობი უწოდა. ცუნადე სახელგანთქმული მკურნალი ნინძა გახდა და ჩიიოს ყველა საწამლავის განეიტრალება შეძლო. ამ ომში დაიღუპა მისი ძმა ნაუაკი და მისი შეყვარებული დან კატო. ამ პერიოდშივე გადაეყარა ჯირაია ამეგაკურეს ობლებს, რომლებსაც მან ნინძას ხელობა შეასწავლა. თავისი პირველი ნოველა – ამბავი მეტისმეტად მამაც შინობზე – ჯირაიამ სწორედ მეორე მსოფლიო ომის დროს დაწერა. კაკშის მამას, საკუმო ჰატაკეს სავარაუდოდ ამ პერიოდში ეწოდა “კონოჰას თეთრი ეშვი”.

მესამე მსოფლიო ომი
შინობთა მესამე მსოფლიო ომის (第三次忍界大戦, დაისანჯი ნინკაი ტაისენ) დაწყება ხუთი დიდებული ქვეყნის ძალაუფლების შესუსტებამ და მათ საზღვრებთან მდებარე პატარა ქვეყნების აჯანყებამ განაპირობა. ძირითადი ბრძოლა იუაგაკურესა და კონოჰა შორის, კუსაგაკურეს ტერიტორიაზე მიმდინარეობდა. გარდაუვალი მარცხი კონოჰას მინატო ნამიკაზემ და მისმა გუნდმა კანნაბის ხიდის განადგურების გზით აარიდეს. შედეგად მინატო საყოველთაოდ განითქვამს სახელს და გმირად შეირაცხება. სახელს განითქვამს კაკაში ჰატაკეც. აღსანიშნავია, რომ სწორედ კანნაბის ხიდის აფეთქების შემდეგ მოიპოვებს იგი საკუთარ შარინგანს. თავისი სისასტიკითა და სიძლიერით სასორიც საყოველთაოდ გახდება ცნობილი, რაც ომში სუნაგაკურეს მონაწილეობას ადასტურებს. პატარა კაბუტოს ასევე მესამე მსოფლიო ომის დროს, ბრძოლის ველზე იპოვიან. ამეგაკურეში იაჰიკო, კონანი და ნაგატო საკუთარ გუნდს – აკაცუკის შექმნიან და ჰანზოს ტირანული რეჟიმის წინააღმდეგ წამოიწყებენ ბრძოლა. ეს უკანასკნელი დანზოს ანბუს დახმარებით კონანს გაიტაცებს, თუმცა მას შემდეგ დამარცხდება, რაც ნაგატო ამეგაკურესა და ანბუს მთელ არმიას გაანადგურებს. ამ ბრძოლას იაჰიკოს სიცოცხლე და ნაგატოს ჯანმრთელობა ემსხვერპლება. მის შედეგად ტრამვირებული ნაგატო მშვიდობას უარყოფს და პეინად გარდაიქმნება.

მეოთხე მსოფლიო ომი
მთავარი სტატია: შინობთა მეოთხე მსოფლიო ომი
შინობთა მეოთხე მსოფლიო ომი (第四次忍界大戦, დაიიონჯი ნინკაი ტეისენ) შინობთა გაერთიანებულ ძალებსა და აკაცუკის შორის მიმდინარე კონფლიქტს წარმოადგენს. პირველი მათგანი ხუთი დიდებული ქვეყნის არმიისა და რკინის მიწის სამურაიებისაგან შედგება, მეორეს ძირითად სამხედრო ძალას კი ზეცუს 100,000 კლონისგან შემდგარი ლაშქარი წარმოადგენს, რაც კუდიანი ურჩხულების ჩაკრასა და ჰაშირამა სენჯუს ძალის კომბინაციის მეშვეობით შეიქმნა. აკაცუკის სათავეში ტობი უდგას. სასკე უჩიჰა და კაბუტო იაკუში მისი მოკავშირეები არიან. გარდა ამისა, აკრძალული ტექნიკის მეშვეობით გაცოცხლებული ყველა დროის უძლიერესი შინობებიც აკაცუკის მხარეს იბრძვიან.

Source
https://naruto.fandom.com/ka/wiki/%E1%83%A8%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%97%E1%83%90_%E1%83%9B%E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%A4%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%9D_%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button