Attack On Titan - ტიტანებზე შეტევაანიმე

attack on titan-6 რამ რაც ტრეილერიდან გავიგეთ(4 სეზონი)

აოტ ის ბოლოს გამოსულმა,მესამე სეზონმა,ფანებს როგორც იქნა ისეთი პასუხები გასცა,რასაც დიდი ხანი ველოდით. მაგალითისთვის გავიგეთ რა იყო სარდაფში და გავარკვიეთ საიდან მოდიან ტიტიანებიც. თუმცა ამ ყოველივემ კიდევ უამრავი კითხვა გაგვიჩინა,რასაც ბოლო,მეოთხე სეზონი გასცემს პასუხს.

მეოთხე სეზონის ტრეილერი ამის იმედს ნამდვილად გვაძლევს,ამიტომ დღეს გადავწყვიტე წარმოგიდგინოთ ჩამონათვალი,რაზეც ტრეილერი ინფორმაციას გვაწვდის:

6. დროში ნახტომი ე.წ time skip იქნება:

ტრეილერში აშკარად ვხედავთ მთავარი პერსონაჟების გაზრდილ ვიზუალებს,მაგალითისთვის რეინერს წვერი აქვს,ხოლო ერენს ახალი სტილის თმა,ამავდროულად სახეზეც უფრო მეტად ბებერს გავს. ლივაიც ანალოგიურად,მასაც კი ეტყობა წლების მომატება.

5. ახალი პერსონაჟები გამოჩნდებიან:

ტრეილერის დასაწყისში უამრავ ახალ სახეს ვნახულობთ. ეს კი იმას ნიშნავს რომ ნელ-ნელა კიდევ ახალ-ახალ პერსონაჟებს შევხვდებით მომავალ მეოთხე სეზონში.

4. სამყაროს უფრო მეტ ადგილს გაგვაცნობს:

მესამე სეზონმა ფანებს საშუალება მოგვცა ოდნავ გავცნობოდით იმ სამყაროს,რომელიც კედლის იქით არსებობდა,თუმცა ერენის მამის მოგონებებით. როგორც ჩანს,მეოთხე სეზონში კიდევ უფრო მეტის ნახვა მოგვიწევს და შესაძლოა მარლის უკეთესად გავეცნოთ,საიდანაც რეინერი და ზეკე არიან.

3.ანტაგონისტებს უკეთესად გავიცნობთ:

ტრეილერიდან კარგად ჩანს რომ მოწინააღმდეგე მხარეზე,განსაკუთრებით რეინერზე და ზეკეზე,უამრავ ინფორმაციას მივიღებთ.

2.არმინმა საკუთარი ტიტანის გამოყენება ისწავლა:

მეოთხე სეზონში კოლოსალური ტიტანი ისევ გვესახება,მესამე სეზონის დასასრულს,მაშინ როდესაც ბერთოლდი მოკვდა,ყველამ კარგად ვიცით რომ კოლოსალური ტიტანის როლი არმინმა მოირგო, როგორც ვიცით ტიტანის ძალის კონტროლს დრო სჭირდება,თუმცა ტრეილერში არმინი საკმაოდ კარგად ფლობს ტიტანის ძალებს.

1.ენი ბრუნდება?

ტრეილერი იმ ყინულსაც გვაჩვენებს,რომელშიც ენიმ თავი გაიყინა პირველი სეზონის ბოლოს,ის მას შემდეგ არ გამოჩენილა და შესაძლოა ახლა გადაწყვიტოს გამოსვლა.

Source
https://feedc.com/user/animechimp

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button