რჩევებიჯანმრთელობა

ჟოლოს 8 სამკურნალო თვისება

ყველამ კარგად იცის ჟოლოს სასარგებლო თვისებები შესახებ. ამ კენკრას არა მარტო გემოსა და არომატისთვის აფასებენ, არამედ არაჩვეულებრივი სამკურნალო თვისებების გამოც. ჟოლოს მურაბა ოდითგანვე სურდოსა და გაციების დროს უებარ საშუალებად ითვლებოდა და დღესდღეობითაც არ დაუკარგავს პოპულარობა. ჟოლოს მურაბის გამოყენება უფრო მეტად აქტუალური ხდება ზამთრის პერიოდში, როდესაც ადამიანის ორგანიზმი და იმუნური სისტემა მეტ-ნაკლებად დასუსტებულია. საინტერესოა, რა არის მასში ასეთი უჩვეულო?

1. შეიცავს სალიცილის მჟავას, რომელიც ანთების საწინააღმდეგო და სიცხის დამწევი ბევრი პრეპარატის შემადგენლობაში შედის.

2. გვინარჩუნებს ახალგაზრდობას მასში შემავალი APP და B2 ვიტამინების წყალობით, რომლებიც კანის ტონუსზე, სიმკვრივეზე, სიგლუვესა და ფერზე აგებენ პასუხს.

3. დიდი რაოდენობით სპილენძს შეიცავს. სპილენძი კი ანტიდეპრესანტების შემადგენლობაში შედის. ამდენად, ჟოლოს მირთმევა სასარგებლოა მათთვის, ვისაც დეპრესია აქვს და სტრესულ სიტუაციებში ხშირად ხვდებიან.

4. ხელს უწყობს სისხლის წარმოქმნის პროცესს, რადგან დიდი რაოდენობით რკინას შეიცავს.

5.  ვიტამინის შემცველობის ხარჯზე აუმჯობესებს პოტენციას.

6. სასარგებლოა ორსულთათვის და მათთვის, ვისაც ბავშვის ჩასახვა სურს, რადგან ფოლიუმის მჟავას შეიცავს.

7. აუმჯობესებს თირკმლების მუშაობას, ხსნის შეშუპებას, რადგან ჟოლოს ფოთლების ნახარშს შარდმდენი თვისება აქვს.

8. შეიცავს მთრთიმლავ ნივთიერებებს, ამდენად, ანგინის დროს სასარგებლოა მისი ნაყენის ყელში გამოვლება.

Source
http://icode.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button