ახალი ამბებიბიზნესიბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები

Bitcoin-ი 40 ათას აშშ დოლარს უახლოვდება, Ethereum-ი – 2 ათასს, 2020 წელს აწყობილმა მაინინგ-ფერმებმა უკვე ამოიღეს დანახარჯები

გასულ კვირაში ე.წ. „ამერიკული მთების“ მომსწრე გავხდით. რეალურად, მსგავსი სიტუაცია კვლავ და კვლავ ხდება და კრიპტოვალუტების მსხვილ მფლობელებს საშუალებას აძლევს სარგებელი ნახონ გამოუცდელი ინვესტორების მიერ ციფრული ფულის გაყიდვისას. ზოგი ასეთ სიტუაციაში ხალხს ურჩევს თავი აარიდოს გადახურებულ ბაზარს, სხვები კი ამბობენ, რომ სასწრაფოდ ყიდვაა საჭირო, რადგან მალე Bitcoin-ი ახალ რეკორდს მოხსნის.

ამ ფონზე აღსანიშნავია საინტერესო ტენდენცია, რომელიც 31 იანვარს დაიწყო: ფაქტია, რომ Bitcoin-მა შეწყვიტა მკვეთრი ნახტომები და მშვიდად, დამაჯერებლად მიიწევს ზევით – 35 ათასი აშშ დოლარიდან იგი 37 ათას აშშ დოლარიან დონეზე გავიდა. შედეგად, სულ უფრო ხშირად ისმის მოსაზრება, რომ კრიპტოვალუტის ფასი შეუფერხებლად გაიზრდება 42 ათას აშშ დოლარამდე, შემდეგ კი მკვეთრად დააფიქსირებს 45 ათას აშშ დოლარიან ნიშნულს. საინტერესოა ის, რომ ასეთი პერსპექტივა ბევრის აზრით დამაჯერებელია, კრიპტოვალუტის შემდგომი სამომავლო ბედი კი – ჯერჯერობით გაურკვეველი. 

image.png

კიდევ უფრო საინტერესოდ გამოიყურება Ethereum-ის ზრდა. მისი ფასი ამჟამად დაახლოებით 1647 აშშ დოლარია. დღეს აღარ არის მიზანშეწონილი მაღაზიებში ვიდეო დაფების გაუჩინარებაზე საუბარი, რადგან ეს არ არის ახალი მოვლენა. მაინერებმა დაიკავეს მთლიანი ხელმისაწვდომი სიმძლავრე და თებერვლის ბოლომდე არ ღირს გრაფიკული ჩიპების დიდ რაოდენობაზე მოლოდინი. GeForce RTX 3060 შესაძლოა მაინერებს დაეხმაროს, მაგრამ ჯერ არ ვიცით რა ფასი მოამზადეს NVIDIA-ს პარტნიორებმა და საცალო მოვაჭრეებმა. 

image.png

სხვათა შორის, Bitcoin-ისგან განსხვავებით, Ethereum-ის მდგომარეობას მრავალი ექსპერტი უფრო საიმედოდ მიიჩნევს. ნაწილი დარწმუნებულია, რომ ეს კრიპტოვალუტა გახდა დამოუკიდებელი და აღარ ემორჩილება Bitcoin-ის გაცვლითი კურსის რყევებს. უფრო მეტიც, თითქმის ყველა აქტიურმა მაინერმა დიდი ხნის წინ დაიბრუნა ჩადებული ინვესტიციები და ახლაც განაგრძობს მოგების მიღებას.  

ექსპერტების სიმართლეში დარწმუნება უკვე მომდევნო კვირაში იქნება შესაძლებელი, როდესაც პირველი ციფრული ვალუტა კვლავ შემცირდება (ან ერთი კვირის შემდეგ, რადგან დაცემა გარდაუვალია). 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button