ახალი ამბებიბიზნესიბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები

წლის დასაწყისიდან Ethereum-ის რეალიზებული კაპიტალიზაცია 25 მილიარდი აშშ დოლარით გაიზარდა

Ethereum-ის სწრაფი ზრდის ფონზე კრიპტოვალუტის კაპიტალიზაცია 25 მილიარდი აშშ დოლარით გაიზარდა წლის დასაწყისიდან მოყოლებული. ამის დასტურია Coin Metrics-ის მონაცემები.

იანვრის დასაწყისში რეალიზებული კაპიტალიზაცია 49 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა, ხოლო სტატიის მომზადებისას ამ მაჩვენებელმა 75 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია.

image.png

წყარო: Coin Metrics 

2018 წელს წარმოდგენილი რეალიზებული კაპიტალიზაციის მაჩვენებელი წარმოადგენს კრიპტოვალუტის ღირებულების გრძელვადიან, დაბალი არასტაბილურობის მაჩვენებელს. რეალიზებული კაპიტალიზაციის გაანგარიშებისას თითოეული მონეტის ფასი მხედველობაში მიიღება ბოლო Onchain-ტრანზაქციის მომენტში. 

”Ethereum-ის რეალიზებული კაპიტალიზაციის მნიშვნელოვანი ზრდა მიუთითებს ახალი კაპიტალის შემოდინებაზე”, – გააზიარეს მოსაზრება Coin Metrics-ის ანალიტიკოსებმა. 

ასევე, წლის დასაწყისიდან გაიზარდა მისამართების რაოდენობა 10,000 ETH-ითა და მეტით. 

image.png

წყარო: Coin Metrics. 

1 იანვარს ასეთი 1178 მისამართი იყო, ხოლო სტატიის მომზადების დროს უკვე – 1246 (+ 5,7%). 

„ეს დიდი მოცულობის მისამართები, სადაც ინახება არანაკლებ 14 მლნ აშშ დოლარი, პოტენციურ სიგნალს იძლევა, რომ ინსტიტუციონალური ინვესტორები იწყებენ ETH-ის შესყიდვას“ – თვლიან ექსპერტები. 

გაცილებით ადრე Glassnode-ის მკვლევარებმა დაასკვნეს, რომ მსხვილი ინვესტორები იყვნენ Ethereum-ის ზრდის მთავარი მამოძრავებელი ძალა. 

ასევე შეგახსენებთ, რომ მაიკ ნოვოგრაცის კრიპტო ბანკი Galaxy Digital თებერვალში აამოქმედებს Ethereum-ზე დაფუძნებულ ფონდებს – ერთი მათგანი განკუთვნილი იქნება ინსტიტუციონალებისთვის, ორი – საცალო ინვესტორებისთვის. 

Source
overclockers.ge/

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button