ახალი ამბებითამაშები

5 მარტს გამოვა Half-Life 1 — Black Mesa 1.0 რიმეიქი

Black Mesa 1.0 Steam-ში გამოვა მომდევნო კვირას, 5 მარტს –  განაცხადა Crowbar Collective-ის გუნდმა. 14-წლიანი მუშაობის შემდეგ ფანატების გუნდმა ორიგინალური Half-Life-ის საკუთარი ვერსია გამოშვების სტადიამდე მიიყვანა. როგორც ამ დრომდე იყო ცნობილი, თამაშის მსურველებს უკვე შეუძლიათ თამაშის ბეტა-ვერსიით სარგებლობა. 

image.jpeg

პროექტის ხელმძღვანელმა Adam Engels-მა ისაუბრა სიახლესა და თამაშის სამომავლო განვითარებაზე: 

„ყველა გზა გრძელია. თუ ამის გეშინიათ, მოგიწევთ თავი აარიდოთ არჩევანს, რომელიც ყველაზე ამაღელვებელია და ყველაზე დიდი ჯილდო მოაქვს. ყველას არ ჰყავს საიმედო მეგობრები, რომელთა პროექტში მონაწილეობისთვის მოწვევა შესაძლებელია, თუმცა ყველას შეუძლია ჰქონდეს კომპანია, რომელიც ქმნის თამაშებს. გამარჯვება შეუძლებელია თამაშში მონაწილეობის გარეშე. 

image.jpeg

იღბლის, ძალისხმევისა და შრომისმოყვარეობის წყალობით ჩვენ არ გადავუხვიეთ მიზანს – თამაში ბოლომდე მიგვეყვანა. ჩვენ ვამაყობთ იმით, რაც შევქმენით და ვთვლით, რომ 1.0 ვერსია საუკეთესოა. მოლოდინი და მღელვარება ჩვენს პროექტთან დაკავშირებით მეტად დიდია“. 

image.jpeg

Black Mesa — ეს ჩვენი ვიდეო თამაშია, მას აქვს თავისი ძლიერი მხარეებიც და ნაკლოვანებებიც, როგორც ლეონარდო და ვინჩიმ თქვა: „ხელოვნების ნიმუშზე მუშაობა ვერასდროს დასრულდება, მხოლოდ მისი მიტოვება შეიძლება“. მართალია ვაპირებთ თამაშის მხარდაჭერის გაგრძელებას 1.0 ვერსიის გამოსვლის შემდეგ, ასევე შეცდომების გამოსწორებას, თუმცა იგი ვერასდროს იქნება იდეალური“. 

image.jpeg

Black Mesa 1.0 ხელმისაწვდომი გახდება მიმდინარე წლის 5 მარტიდან. თამაში სრულიად გადასხვაფერებულია, აქვს ახალი მუსიკალური გაფორმება და გახმოვანება, ამავე დროს სამუშაო გუნდი ეცადა შეენარჩუნებინა ორიგინალი თამაშის ექსტრიმი, დონეები და სიუჟეტი. 1.0 ვერსიისგან შეგვიძლია ველოდოთ გაუმჯობესებულ ხელოვნურ ინტელექტს, ტემპების კორექტირებასა და უკეთეს გრაფიკას. 

image.jpeg

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button