ახალი ამბებიბიზნესიბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები

SkyBridge Capital: Bitcoin-ი იქცა კარგ გრძელვადიან ინვესტიციად

რეგულირებამ Bitcoin-ი უფრო მიმზიდველი და უსაფრთხო გახადა ინვესტირებისთვის. ამის შესახებ საინვესტიციო კომპანია SkyBridge Capital-ის ხელმძღვანელმა ენტონი სკარამუჩიმ CNN Business-ის საკუთარ რუბრიკაში დაწერა.

მისი აზრით, ხელისუფლებამ აღმოფხვრა პირველ კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული მრავალი რისკი.

”უფრო მკაცრმა რეგულირებამ, უკეთესმა ინფრასტრუქტურამ და ფინანსური ინსტიტუტების ხელმისაწვდომობამ, რომლებიც ინვესტორთა ფულს ინახავენ, Bitcoin-ში ინვესტიციის გაკეთება ისეთივე უსაფრთხო გახადა, როგორც ობლიგაციებსა და ოქროში”, – განაცხადა სკარამუჩიმ.

SkyBridge Capital-ის ოპერაციების მთავარმა დირექტორმა ბრეტ მესინგმა დაამატა, რომ ციფრული აქტივი გრძელვადიანი ინვესტორებისთვის სიცოცხლისუნარიანი ვარიანტი გახდა.

პირველი კრიპტოვალუტის ფლობა ახლა ნაკლებად სარისკოა, ვიდრე ეს იყო რამდენიმე წლის წინ, აცხადებენ სკარამუჩი და მესინგი.

ადრე SkyBridge Capital-მა 25 მილიონი აშშ დოლარი ჩადო Bitcoin-ში. დეკემბრის ბოლოს კომპანიის ინვესტიციებმა პირველ კრიპტოვალუტაში 182 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია.

იანვარში ინვესტიციურმა კომპანიამ 310 მილიონი აშშ დოლარის Bitcoin-ფონდი აამოქმედა.

შეგახსენებთ, SkyBridge Capital-მა განაცხადა, რომ მსხვილი ინვესტორები ციფრული ოქროს კურსს 500 ათას აშშ დოლარზე ზემოთ უბიძგებენ.

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button