ახალი ამბებიბიზნესიბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები

Bitcoin-ის სპოტ-ვაჭრობის მოცულობამ წლიური მაქსიმუმი განაახლა

Bitcoin-ის აღმასვლა 20 ათას აშშ დოლარიანი ნიშნულისკენ გამყარებულია 2020 წლის სპოტ-ბირჟებზე ვაჭრობის მოცულობით. ამას მოწმობს კომპანია Arcane Research-ის ანგარიში. 

ანალიტიკოსების დაკვირვებით, კრიპტო ბირჟების ყოველდღიურმა სავაჭრო ბრუნვამ  5.5 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია – ეს მაჩვენებელი უფრო მაღალია, ვიდრე მარტში Bitcoin-ის ფასის ვარდნის დროს (5.05 მილიარდი აშშ დოლარი). 

image.png

სპოტ-ბირჟების საერთო ბრუნვის დინამიკა. Arcane Research, Skew, Messari. 

სპოტ-ვაჭრობის საშუალო მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 3.5 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს, რაც შეესაბამება 2017 წლის დეკემბრის მაჩვენებელს. 

ბაზრის მონაწილეთა ენთუზიაზმს ამტკიცებს კრიპტოვალუტის „შიშის ინდექსი“, რომელიც დაახლოებით 88-იან ნიშნულზე ნარჩუნდება. გასულ კვირას მაჩვენებელმა 94-ს მიაღწია, რაც ბაზრის მონაწილეების „უკიდურეს სიხარბეს“ ნიშნავს. 

image.png

წყარო: Arcane Research. Alternative.me. 

ექსპერტები დარწმუნებულნი არიან, რომ მალე მიიღწევა 20 ათას აშშ დოლარიანი მაჩვენებელი, რომელიც 2017 წლის ბოლოს დაფიქსირდა. 

„ფასების ამჟამინდელი დინამიკის გათვალისწინებით გასაკვირი არ იქნება, თუ Bitcoin-ი ავა 20 ათას აშშ დოლარზე მაღლა”, – აღნიშნა Arcane Research-მა. 

თუ ეს დონე სერიოზული დაბრკოლება გახდება ციფრული ოქროსთვის, მაშინ დაღმავალი კორექცია 16 ათას აშშ დოლარიან დონეს შეინარჩუნებს, ნათქვამია ანგარიშში. 

ჯერჯერობით დოლართან წყვილში ისტორიულ მაქსიმუმამდე ფასის დაახლოებით 2% რჩება. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button