ახალი ამბებიბიზნესიმსოფლიოტექნოლოგია

MediaTek მზადაა დაემორჩილოს აშშ-ის სანქციებს და Huawei პროცესორების გარეშე დატოვოს

როგორც უკვე ვიცით, ამერიკული სანქციები Huawei-სა და მასთან დაკავშირებული კომპანიებისადმი გაფართოვდა, რის შედეგად ჩინურმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა დაკარგა შესაძლებლობა – მიიღოს კომპონენტები, რომლებიც მზადდება ან შემუშავებულია ამერიკული აღჭურვილობის, ტექნოლოგიების ან პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით. 

MediaTek, რომელიც HiSilicon-ის „სცენიდან გასვლის“ შემდეგ ამ დრომდე განიხილებოდა პროცესორების მთავარ სათადარიგო მომწოდებლად, ამჟამად მეტად რთულ ვითარებაში აღმოჩნდა. 

მობილური პროცესორების ტაივანური მწარმოებელი დიდი ხანია თანამშრომლობს Huawei-სთან, თუმცა MediaTek-ის პროცესორებს უშვებს კომპანია TSMC, რომელიც მთელ წარმოებაში ეყრდნობა ამერიკული კომპანიების აღჭურვილობას, პროგრამულ უზრუნველყოფასა და ტექნოლოგიებს. როგორც ჩანს, TSMC და MediaTek ვეღარ გააგრძელებენ Huawei-სთვის პროესორების მიწოდებას. როგორც Nikkei Asian Review აღნიშნავს, MediaTek-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ შეაფასეს აშშ-ის საექსპორტო კონტროლის ახალი წესების გატარებისგან მოსალოდნელი შედეგები, თუმცა აღიარეს, რომ კომპანია დაემორჩილება საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნებს. 

უახლოეს პერსპექტივაში ახალი წესები არსებით გავლენას არ მოახდენს MediaTek-ის საქმიაობაზე – აცხადებენ კომპანიის წარმომადგენლები, თუმცა MediaTek-ის აქციების კურსი ტაივანურ საფონდო ბირჟაზე უკვე 9 %-ით შემცირდა. გარე ექსპერტები ამტკიცებენ, რომ ამერიკული სანქციების ახალი ფაზის შედეგად Huawei მოწყვეტილი იქნება ბევრი სხვა კომპონენტისგან: დისპლეებისა და გამოსახულების სენსორებისგან, მეხსიერების მიკროსქემებისა და სხვა სპეციფიკური ელექტრონიკისგან, რომლებიც სმარტფონების წარმოებაში გამოიყენება. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button