ბიოგრაფია

ბელა ჩეკურიშვილი – ბიოგრაფია

პოეტი
დაიბადა 1974 წლის 25 იანვარს.
გაიზარდა არაურბანულ გარემოში – გურჯაანის რაიონის სოფელ ვაჩნაძიანში.
სწავლობდა: ვაჩნაძიანის საშუალო სკოლაში; თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოლოგიის ფაკულტეტზე; უცხო ენათა ინსტიტუტში გერმანისტიკის ფაკულტეტზე; თსუ ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტზე; თბილისის გოეთეს ინსტიტუტში და ა.შ.
ამჟამად სწავლობს თსუ დოქტურანტურაში, შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მიმართულებით.
მისი ლექსები პერიოდულად იბეჭდება ლიტერატურულ პერიოდიკაში და ასევე პერიოდულად წიგნად გამოიცემა. ავტორია 3 პოეტური კრებულისა: ”ან – ან” (1998), ”ღია ბარათები” (2009), ”შეკითხვად სიზიფეს” (2012).
მისი შემოქმედების მთავარი საკითხია თანამედროვე ქაოტურ სამყაროში ადამიანური ღირებულებებისა და საყრდენი წერტილის ძიება.
თარგმნილია რუსულ, ინგლისურ, გერმანულ და ფრანგულ ენებზე.
2010 წელს ნომინირებული იყო საბაზე.
1998 წლიდან დღემდე ეწევა ჟურნალისტურ საქმიანობას და ამ პროფესიის დადებით და უარყოფით მხარეებს საკუთარ შემოქმედებაზე იმკის.

Source
https://burusi.wordpress.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button