განხილვამუსიკა

სინათლის წელიწადი – გზა ცისკენ (2004)

progressive rock, symphonic prog

ტრეკლისტი:

  1. პროლოგი (3:11)
  2. ქალაქი, რომელიც ჩვენ ავაშენეთ (2:50)
  3. ზღვის ვნება (2:51)
  4. მებიუსის ლენტი – ნაწილი პირველი (2:16)
  5. მებიუსის ლენტი – ნაწილი მეორე (4:40)
  6. ეტიუდი ბავშვებისა და დიდებისათვის (1:13)
  7. მე დავეძებ მზეს – ნაწილი პირველი (0:53)
  8. მე დავეძებ მზეს – ნაწილი მეორე (3:03)
  9. გზაზე ერთი კაცი მიდიოდა (9:11)
  10. სივრცეში დროის ცირკულაცია (7:11)
  11. რ-ატომ (3:21)
  12. სამოთხიდან გაქცევა (9:03)
  13. წრე (5:38)
  14. ეპილოგი (3:32)

შემადგენლობა:

  • გიგი გეგელაშვილი – ვოკალი, როიალი, აკუსტიკური გიტარა, ფლეიტა
  • დავით ყეინაშვილი – ვოკალი, კლავიშები, ბას-კლავიში
  • ელენე მეჩითოვა – ვოკალი, ვიოლინო
  • ნათია ჩუგოშვილი – ვოკალი, ვიოლინო
  • გიორგი კიკაბიძე – ვიოლონჩელი
  • ზაზა ცერცვაძე – დასარტყამი ინსტრუმენტები

გახსოვთ ქართული როკ-მუსიკის შესახებ თქვენი ბავშვობისდროინდელი სტერეოტიპები? როგორ ვუდებდით თანატოლები თავში ერთმანეთს, რომ „როკ-მუსიკა ქართველი კაცის საქმე არაა“ და ამას რაღაც აბსტრაქტული „დუხის“ არარსებობას რომ მივაწერდით ხოლმე. ის, თუ ჩვენს, „როკ-მუსიკის მსმენელების“, უმეტესობას ერთი ქართული კასეტაც კი არ გვქონდა სახლში (ან თუ გვქონდა, ძირითადად „საქეიფოს“ კომპილაცია, რომ შემდეგ დასავლურსა და ქართულ მუსიკას შორის „განსხვავება“ თვალნათლივ გვეჩვენებინა)? ასე შემდეგ, და სხვა მრავალი, კიდევ უარესი…

ჰოდა ამიტომაც ქართული მუსიკისადმი ჩვენი ინტერესი ბავშვობაში ტელევიზორში ნანახი კლიპებით შემოიფარგლებოდა ხოლმე და დასავლეთი გვეგონა იმ ჯადოსნურ ზღაპრად, რომელსაც ქართულ რეალობასთან ვერანაირი კავშირი ვერ ექნებოდა. ჰოდა ამ სტატუს-კვოს შეგუებული მეც ვეძებდი და ვაგროვებდი King Crimson-ის, Yes-ის, Van Der Graaf Generator-ის და Emerson, Lake & Palmer-ის მუსიკას. Can-იც ინგლისური ჯგუფი მეგონა -კარგი მუსიკა მხოლოდ ინგლისში იკვრებაო, ასე ამბობდნენ.

ჰოდა, 14 წლის ვიყავი, როცა „პირველი სტერეოს“ ეთერში ვნახე ადამიანი, ლაპარაკობდა თავისი ჯგუფის მუსიკაზე და მას არტ-როკი უწოდა. ძალიან გაკვირვებული ვუსმენდი – შემდეგ ჯგუფის სახელიც ახსენეს: „სინათლის წელიწადი“. მოგვიანებით მათი კონცერტიდან რამდენიმე ძალიან საინტერესო სიმღერა გაუშვეს და მეც გადავწყვიტე, მეშოვნა მათი ალბომი, რომელიც მაშინ ახალი გამოსული იყო.

ალბომის შოვნა მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ მოვახერხე, როდესაც სახლში ბოლოსდაბოლოს ინტერნეტი გავიყვანეთ. ვერ ვიტყვი, რომ ალბომი პირველი მოსმენისთანავე მომეწონა მთლიანად, ვინაიდან მუსიკის ჰარმონიულობის მიუხედავად, ჟღერადობა არაა სტანდარტული. მაგრამ ამ მუსიკამ ჩემი გული მალევე მოიგო – სხვანაირად ვერც იქნებოდა, უბრალოდ იმხელა მელოდიური სილამაზეა აქ.

„სინათლის წელიწადის“ პირველი ალბომი (ისევე როგორც მეორე), საკონცერტო ალბომია, მაგრამ ამას მხოლოდ აპლოდისმენტებზე თუ შეატყობ, ვინაიდან ხმის რეჟისურა კარგადაა ჩატარებული. მუსიკის ზოგადი ჟღერადობა კი, როგორც ვთქვი, ძალიან არასტანდარტულია – საერთოდ არაა გამოყენებული ბას და ელექტროგიტარები, საუნდის მთავარი დეტერმინანტები კი როიალი, ატმოსფერული კლავიშები და სიმებიანთა სექციაა. გიგი გეგელაშვილის ვოკალი კი, არცთუისე დიდი დიაპაზონის მიუხედავად, თავისი ექსპრესიით მუსიკას საჭირო აქცენტებს უსვამს.

შედეგად, „სინათლის წელიწადი“გვთავაზობს ე.წ. „იტალიური ტიპის“, ძალზედ ლირიკულ სიმფონიურ პროგრესულ როკს, სადაც ულამაზესი მელოდიები ერთი-ერთმანეთს მისდევს. ალბომის ყველაზე დრამატული მომენტებიც კი თითქოს საპირწონე ლირიზმითაა დატვირთული, რაც ერთგვარი სისავსის შეგრძნებას მიქმნის.

მუსიკალურად და ფორმატის მხრივ კი ალბომი საკმაოდ მრავალფეროვანია: გვაქვს პირქუში ხანგრძლივი, მრავალმოქმედებიანი სიმღერები („გზაზე ერთი კაცი მიდიოდა“, „დროის ცირკულაცია სივრცეში“, „სამოთხიდან გაქცევა“), რამდენიმე კარგად განვითარებული ინსტრუმენტალი („პროლოგი“, „წრე“), მოკლე სიმღერები, რომელიც ალბომის თემატური განვითარებისთვისაა გამოყენებული („ქალაქი, რომელიც ჩვენ ავაშენეთ“, „მებიუსის ლენტი – ნაწილი პირველი“), მოკლე, ლამაზი ინტერლუდია („ეტიუდი ბავშვებისა და დიდებისთვის“) და ორი საოცარი ბალადა – „ზღვის ვნება“ და „რ-ატომ“. ეს ორი, ალბომის დასაწყისისკენ და დასასრულისკენ მოთავსებული სიმღერა ალბომის სენტიმენტალური ესთეტიკის ყველაზე პირდაპირი, ხმამაღალი მანიფესტია.

ინსტრუმენტულად, ალბომი უმაღლეს ხარისხზეა შესრულებული – აქ საერთოდ არაა ძალით ვირტუოზული პასაჟები – ყველაფერი მკაცრად ექვემდებარება მუსიკის მოთხოვნილებებს; ალბომის უმეტესი ნაწილი კონცერტზე, ცოცხლადაა ჩაწერილი, მაგრამ დიდი საშემსრულებლო ოსტატობის წყალობით მუსიკა ძალდაუტანებლად ვარირებს სხვადასხვა სირთულეს, ხასიათსა თუ ინტენსიობას შორის.

უცნაურია: პირველი მოსმენის შემდეგ რომ გეთხოვათ ჩემთვის ამ ალბომის შეფასება, გიპასუხებდით, რომ ეს უბრალოდ კარგი ალბომია. მაგრამ როგორც ხშირად ხდება ხოლმე ჰარმონიულად რთული მუსიკის სმენისას, ეს ალბომი ნელ-ნელა იმდენად შემიყვარდა, რომ ის ალბათ ჩემი საყვარელი ქართული ალბომია. თქვენს წინაშეა უმაღლესი ევროპული დონის შედევრი – დაახლოებით იმგვარი, როგორიც ლეგენდარულ პროგ-როკ ჯგუფებს, Premiata Forneria Marconi-ს, Quella Vecchia Locanda-ს, Celeste-ს და Le Orme-ს დაუწერიათ. თუ თქვენ ეს სახელები რამეს მაინც გეუბნებათ, ამ ალბომის მოსმენა აუცილებელია. თუ არადა, წარმოიდგინეთ Genesis, ოღონდ კლასიკური მუსიკის კიდევ უფრო მეტი გავლენით. თუ მაინც არა – მოუსმინეთ ჯერ „სინათლის წელიწადს“ და შემდეგ ყველა ზემოთჩამოთვლილს.

„სინათლის წელიწადი“, სხვადასხვა შემადგენლობებით, დღემდე აქტიურია. 2010 წელს ჯგუფმა გამოსცა მეორე საკონცერტო ალბომი „თაობა XXI – როკ კანტატა“ და ამჟამად მუშაობს ახალ ალბომზე.

10 / 10.

————————————————————————————————————

My generation of Georgians should remember the stereotypes about Georgian rock music that circulated in their childhood. They should remember how would we build in each other’s heads that rock music wasn’t Georgian man’s business and would blame it on the absence of some abstract “spirit”. They should remember that majority of us, the “rock music lovers”, never had even one tape of any Georgian music (with the exception of one table-song compilation maybe, just to make parodies and “elucidate the difference”).  Et cetera, so forth and then some.

Hence in my childhood, my interest in Georgian music was mostly limited to music videos I commonly saw on TV. And the musical west seemed like a fairy-tale unrelated whatsoever with Georgian reality. So, with this status quo affirmed,  I used to collect the music of King CrimsonYesVan Der Graaf Generator… I thought Can were English at that time, for I used to be told that only English write great rock music.

So when I was 14, I saw one man talking about his band’s music on Stereo One (main music TV channel at that time) and he called it art rock. I was very surprised – then they mentioned the band name “Sinatlis Tselitsadi” (Georgian for “The Light Year”). The channel showed some interesting excerpts from their concerts, so I decided to find their CD that had been just released.

I managed to find this album only a couple of years later, when I got internet installed.  I wouldn’t say I liked it fully from the first listen, because despite music being harmonic, it’s still quite complex and the sound is very non-standard, but it soon won my heart over – it just couldn’t be otherwise for there’s so much melodic beauty in it.

Sinatlis Tselitsadi’s debut release (just like the sophomore one) is a live album, but you could only tell it by applauses – sound engineering is on high level. Overall sound of music is, as I mentioned, very unusual – band completely eschews bass and electric guitars and grand piano, atmospheric keyboards and the string section determine the sound. Gigi Gegelashvili’s vocals, while not having very broad range, accentuate the music by the virtue of expressiveness.

As a result, Sinatlis Tselitsadi offers us extremely lyrical, “RPI-type” symphonic progressive rock, where beautiful melodies all follow one another. Even the most dramatic moments are full with contrasting lyricism, giving the impression of certain fullness.

Format-wise, music varies quite much – there are dark, multi-movement songs (“Somebody Walking Along” [9], “Circulation Of Time In Space” [10], “Escape From Paradise” [12]), a couple of well-development instrumental themes (“Prologue” [1], “Circle” [13]), short songs used for albums thematic development (“Town We Have Built” [2], “Möbius Strip – Part 1” [4]), short, beautiful interlude (“Etude For Children And Adults” [6]) and two breathtaking ballads – “Sea Passion” [3] and “R-atom” [10]. These two songs, located near the start and end of the album, form the most direct, loud manifesto of music’s sentimental aesthetic.

Instrumentally, the performance is top-class. There are no contrived virtuosic passages whatsoever – everything serves the music’s need. Although of the album is recorded live, musicians’ high performance skills let the music flow freely between segments of different difficulties, moods and intensities.

Strange: if you asked me what I thought of this album right after the first listen, I’d have just said that it’s just a good work, but as it often happens with harmonically complex music, I fell in love with this music so much that it became my favourite Georgian album. So, here you have the masterpiece of highest European level – something like Italian legends, PFMQuella Vecchia LocandaCeleste or Le Orme did. If these names don’t ring any bell, then imagine Genesis with more classical music influences. If still no success – then hear Sinatlis Tselitsadi and then the aforementioned bands.

Sinatlis Tselitsadi is still active with changing personnel. In 2010, they released their sophomore live album “Generation XXI – Rock Cantata” and the next album is under way.

10 / 10.

გადმოსაწერი ბმული / download link: Sinatlis Tselitsadi – Gza Tsisken (2004)

Source
https://georgianmusicblog.wordpress.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button