საკითხავი

ალექსანდრე მჭედლიშვილი – ძლიერნი და სუსტნი

“ჩვენ უფალმა მოგვცა ისეთი მამული, რომლის გამოც ყველას შურდა ჩვენი. ახლო მეზობელი იყო თუ შორეული, ყველა ცდილობდა დაეპყრო, ჩვენი ქვეყანა. ქართველი კაცი ყოველთვის იცავდა თავის ენას, მამულს და სარწმუნოებას, ალბათ ეს ჩვენი ხვედრია და ესეც ღვთის განგებითაა, რადგან არაფერი ხდება მისი უზენაესი ნების გარეშე.”– საქართველოს კათალიკოს პატრიარქი ილიაII.

შესავალი

აგვისტოს ცხელ დღეებში, პეკინის ოლიმპიადის დაწყებამდე ერთი დღით ადრე, როდესაც მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ლიდერები შვებულებაში იმყოფებოდნენ და მსოფლიოს ყურადღება ჩინეთისკნ იყო მიპყრობილი, რუსეთმა საქართველოში როკის გვირაბის გავლით მძიმე ტექნიკის სამხედრო კოლონები შემოიყვანა. ეს ომის გამოცხადებას ნიშნავდა. თბილისზე “ბლიცკრიგის” შემთხვევაში დასავლეთი ფაქტის წინაშე იქნებოდა დაყენებული და საქართველო დამოუკიდებლობას დიდი ხნით დაკარგავდა.
ქართველი ხალხის არჩევანი აღარ ყოფილიყო რუსეთის იმპერიის გავლენის სფეროში და გამხდარიყო ძლიერი, დასავლურ სამყაროში ინტეგრირებული სახელმწიფო, რუსეთის უდიდეს წინააღმდეგობას შეეჩეხა. გასული საუკუნის 90–იანი წლებიდან მოყოლებული საქართველო ჯერ სამოქალაქო ომში გაეხვია, რასაც მოჰყვა აფხაზეთის და სამაჩაბლოს ომები.

* * *

რამოდენიმე დღის წინ სამხედრო სამსახურში დაბრუნება გადავწყვიტე. შევაგროვე სხვადასხვა საბუთები და გაწვევის სამობილიზაციო შტაბს მივადექი. მანამდე ორთაჭალაში გვარდიის სამმართველოში მომიწია შევლა, სადაც გამაცნეს საკონტრაქტო სამსახურის ზოგადი პირობები. სამობილიზაციო შტაბის უფროსმა მაიორმა ცხვედიანმა, სწრაფად ააკინძინა ჩემი საბუთები ქვეშევრდომებს და მე–4 ბრიგადაში გამამწესა.
ეს ის დროა, როდესაც ქართული ჯარში საკონტრაქტო სამსახური ახალად შემოღებულია. 90–იანი წლების საომარი მოქმედებების შემდეგომი პერიოდი, ჩვენი ქვეყნისთვის მძიმე აღმოჩნდა. მიუხედავად ამისა, ქართულმა ჯარმა მოკლე შესვენების შემდეგ ნელ–ნელა,ფეხზე დადგომა დაიწყო.
დილიდან გადაუღებლად წვიმდა, ოქტომბრის დასაწყისია, ამინდი უკვე ჭირვეულობს. მე–4 ბრიგადის გარნიზონი სამგორში, ყოფილი მე–8 პოლკის ტერიტორიაზე მდებარეობდა. შტაბის, კადრების ოთახში მაღალი, სტოიკური გარეგნობის უმცროსი ლეიტენანტი დამხვდა. ხელი ჩამომართვა და გამეცნო.
–თქვენ ტანკისტი იქნებით! იცით მანქანის მართვა?
–მანქანის კი , მაგრამ ტანკის არა– მიუგე მე.
–არაუშავს, ვინც ველოსიპედის ტარება იცის, ის ტანკსაც გაატარებს.
ახალგაზრდა ლეიტენანტი მშვიდათ და სწრაფად საუბრობდა. ოთახში მყოფი სამხედროები, მას ყურადღებით უსმენდნენ.
ამასობაში მეთაურთან გასაუბრებაც მოვასწარი . მეთაური, მაიორი გვიმრაძე მაღალი აღნაგობით გამოირჩეოდა. მასზე მორგებულმა, კოხტა, სამხედრო ფარაჯამ ერთგვარი სტიმული ჩამინერგა. სამხედრო ნაწილში, დაახლოვებით ერთი საათი დავყავი. კონტრაქტზე ხელის მოწერის შემდეგ, ახლად გაცნობილ თანამშრომლებს დავემშვიდობე და წამოვედი.

* * *
როგორც, ზემოთ ავღნიშნე, რუსეთი უარყოფითად განეწყო საქართველოს სწრაფვას დასავლურ სამყაროში ინტეგრაციისკენ და ჩვენ ქვეყანასთან ბრძოლა სხვადასხვა მეთოდებით დაიწყო. ბუნებრივია ამას მოჰყვა საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობის გაფუჭება. მოსკოვში დაიწყო ქართველების დევნა. საქართველოს ტერიტორიაზე მოეწყო დივერსიული აქტი. აღსანიშნავია გორში, პოლიციის შენობასთან მომხდარი აფეთქება, რომლის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ოცდაათზე მეტი დაშავდა.
მოუთმენლად ველოდებოდი ორი კვირის გასვლას. დრო საშინლად გაიწელა, როდესაც ბრიგადაში დამიბარეს უკვე მილოცავდნენ კაპრალად დანიშვნას. “ორშაბათს გორში უნდა წახვიდე, თქვენი ბატალიონი სწორედ იქ არის დისლოცირებული”– მიბრძანა კადრების თანამშრომელმა. სწორედ გორიდან დაიწყო, ჩემი განახლებული სამხედრო სამსახური.
ორშაბათს დილით, ადრე მატარებლით თბილისიდან გორში გავემგზავრე . დილის ცხრა საათზე უკვე გორში ვიყავი და გეზი “ვერხვების” სატანკო ნაწილისკენ მქონდა აღებული. საკონტროლო გამშვებ პუნქტზე მორიგეს ავუხსენი ჩემი “ვიზიტის” შესახებ. მე–4 ბრიგადის, სატანკო ასეული გორის სამხედრო ნაწილში მივლინებით იმყოფებოდა. ასეულის ოფიცრები დროებით, ყაზარმის წინ, გაშლილ კარავში დაბინავებულიყვნენ.
მარდად გავაცანი ყველას ჩემი თავი. ხელი ჩამომართვეს, მომესალმნენ და ახალი სამხედრო ტანსაცმელი, თავის ყველაფრით გადმომცეს. “ასეული სატანკო პარკშია, თქვენც მათ შეუერთდებით”–მიბრძანა მეთაურმა. სწრაფად მოვირგე ფორმა და მორიგე, მედღევეს თანხლებით პარკისკენ გავემართე. ასე, დაიწყო ახალი სამხედრო ცხოვრება: ფეხებისა და წელის ტკივილით. წელი, როგორც ჩანს გამიცივდა, ფეხები კი, ახალმა სამხედრო ჩექმებმა მატკინეს.
გიორგობის თვე და დეკემბრის დასაწყისი გორში გავატარეთ. გორი პატარა და წყნარი ქალაქია, თავისი ციხე–გალავნით, რომელიც ქალაქს ზევიდან დაჰყურებს. ზამთრის პირს ქართლის დედა–ბურჯი ქალაქიდან, გარე კახეთში მოგვიწია გადაბარგება. ნანგრევებად ქცეული ძველი ციხე–ქალაქი უჯარმა, გომბორის გზაზე მდებარეობს. აქვეა მუხროვანის სამხედრო ნაწილი, სადაც ჩვენი ასეული დაბინავდა. ეს ნაწილი ჯერ კიდევ, რუსეთის მეფის, ნიკოლოზ II დროს არსებობდა. როგორც გადმოცემით ამბობენ მუხროვანის, დრაგუნთა პოლკში გაუვლია სამხედრო სამსახური ცნობილ, რუს მწერალს ლევ ტოლსტოის.
მოკლე დროში, ისევ მოგვიწია გადაადგილება. მუხროვანს მოჰყვა კოდა, ვაზიანი და ა.შ. ამასობაში სატანკო ასეული გაძლიერდა, გამოიწრთო, საბრძოლო სწავლებაში მუხლი გაიმაგრა და ცოდნა გაიღრმავა. არ გასულა ერთი წელი და აგვისტოს ომში მოუწია ჩაბმა.

***

ბრძოლა ცხინვალში
“შენ სისხლო ჩემო, სად არ დაღვრილო,
შენ სად, არ გხვრეპდა შავი ყორანი.”
მუხრან მაჭავარიანი

რუსეთის შეჭრა საქართველოში წინასწარ, იყო დაგეგმილი. ეს გადაწყვეტილება, ჯერ კიდევ აპრილში მიიღეს. მიუხედავად ამისა, ქართველების ძლიერმა და მოულოდნელმა დარტყმამ– ოსური ფორმირებების მყისიერმა განადგურებამ– რუსული გეგემები სერიოზულად არია.

8 აგვისტოს, ცხინვალთან მოახლოებეული რუსული ელიტარული ნაწილები, მათ შორის სადესანტო ჯარების სპეცრაზმი , თითქმის ორი დღე უშედეგოდ ცდილობდნენ ქართველების ცხინვალიდან გაძევებას– ასეთ ინფორმაციას აწვდიდა “ნოვაია გაზეტას” საკუთრი კორესპონდენტი პაველ ფელენგაუერი.

ქართული ტანკები, ტექნიკური დონით რუსულს შეესაბამებოდა, ან მნიშვნელოვნად აღემატებოდა. ქართულ ტ–72 სიმ 1–ებს ქვემეხის სტაბილიზების სისტემა გააჩნდათ, რაც მათ დაძვრის თანავე სროლის, საშუალებას აძლევდა. ასევე, სპეციალური დამცავი ფილები დინამიური წიააღმდეგობით, რომელიც ტანკის კორპუსს მნიშვნელოვნად აძლიერებდა.

სატანკო, ბატალიონი ბრძოლის წინა ხაზისკენ თამამად მიიწევდა. ბატალიონის, მეთაურმა ერთ–ერთ ოცეულს განსაკუთრებული ამოცანის შესრულება დაავალა. ეკიპაჟები დავალებების შესრულებას შეუდგნენე. ისინი ფრონტის, ხაზს შეტევის მიმართულებით აფართოვებდნენ…. ირგვლივ ტყვიების და ჭურვების სეტყვა ცვიოდა არემარე დამწვარ–დადაგული გვამებით და მანქანებით მოფენილიყო. სერჟანტ გვათუას სატანკო, ეკიპაჟმა მოწინავე პოზიცია დაიკავა და ქვემეხიდან, ზალპური სლორებით სიტუაციის გაკონტროლება დაიწყო.ქვემეხთან ერთად შეწყვილებული მოქმედებდა ტყვიამფრქვევი. ძლიერი, აფეთქებებისგან მიწა ზანზარებდა. ჰაერი დენთის კვამლით დაიბურა, სუნთქვა გაჭირდა. ამას, დაემატა სხვადასხვა ნამწვის გამონაბოლქვი და გულის ამრევი სუნი.

მოწინააღმდეგე მძიმე ტექნიკასთან უძლური აღმოჩნდა. შეტევაში განვლო რამოდენიმე საათმა. მტერი თითქოს თმობდა პოზიციებს და სორეული სნაიპერული სროლებით ცდილობდა ტანკების მწყობრიდან გამოყვანას. მართლაც, სნაიპერული შაშხანის, ჯავშანმგლეჯი ტყვიები საბრძოლო მანქანის, სათვალთვალო სარკმელს მოხვდა და გვათუას ტანკი დააზიანა.რამოდენიმე მსხვრევადი ჭურვი ყუმბარმტყორცნიდან საბრძოლ, მანქანას, წინა მხრიდანაც შეეხეთქა. ძლიერმა, ჯავშანმა ჭურვები ადვილათ მოიგერია. ეკიპაჟი ადგილზე ბორგავდა, თუმცა დრო და დრო წინ წაწევას ახერხებდა. მოწინავე ეკიპაჟი შეჩერებას არ აპირებდა და დამატებით ბრძანებას ელოდებოდა. მათ, დახმარების იმედი ჰქონდათ. აი, გამოჩდნენე კიდევაც დამატებითი ძალები და მოწინავე ტანკს ქვემეხიდან მრავალ ჯერადი, ცეცხლით შეეშველნენ.

ახლა, კი, მართლაც დაიწყო გრგვინვა დედამიწამ მძიმე,ბრძოლა გამაწყვეტ ფაზაში შევიდა. დაღამებამდე სატანკო ბატალიონს ქალაქის მისადგომებთან მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტი უნდა დაეკავებინა. ფიცხელ, ბრძოლაში ტანკისტებს ქვეითებიც უჭერდნენე მხარს. რომ არა მათი გმირული თავდადება შეტევა ჩაიშლებოდა. უეცრად, გვათუას თავისი ტანკის მძღოლმა დაუძახა: ბატონო სერჟანტო! ტანკი მწყობრიდან გამოდის, წყლის ტემპერატურა მატულობს, წნევა კი კლებულობს.

–ცოტაც გაუძლოთ, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტია–მიუგო გვათუამ. იგი ოფლში იწურებოდა,გაშმაგებას ვერ მალავდა და თან თანამებრძოლებს აიმედებდა.

მტერმა იგრძნო მოახლოებული საფრთხე. ცოტაც და მეომრები ქალაქის დაცვის ზღუდეს გადალახავდნენ. მოიერიშეების შესაჩერებლად, მათ ძლიერი ტანკსაწინააღმდეგო დანადგარის გამოყენება სცადეს. პირველი ცდა, ფუჭი გამოდგა. ქართულმა ეკიპაჟმა მოძრაობაში აიცილა, მისკენ გასროლილი მართვადი ჭურვი. საბრძოლო მანქანა უვნებელი გადარჩა, მაგრამ დროებით.

ბატალიონის მეთაური, რომელიც სიტუაციას რადიოკავშირით აკონტროლებდა, მოწინავეებს მითითებებს აძლევდა და დაშავების შემთხვევაში, შეცვლას ჰპირდებოდა. ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა. ტანკსაწინააღმდეგო ჭურვმა ჰაერი შხუილით, ელვის სისწრაფით გააპო და ჯავშანმანქანას მარცხენა გვერდში შეეხეთქა. ძლიერმა წნევამ, ცეცხლთან ერთად, ტანკის კოშკურა მთლიანად ამობუგა, მძღოლის მხარე კი სერიოზულად დააზიანა. ეკიპაჟის წევრებს მოსალოდნელი საფრთხე წინასწარ ჰქონდათ გათვლილი. მათ, ტანკიდან გასასვლელი ლუქების, საკეტები ადრევე შეხსნეს. მეთაური ცეცხლმოკიდებული ტანკის კოშკურიდან სწრაფად ამოხტა. დამწვარი სხეული, გზის პირას, გახეთქილ მილს მიუშვირა, ცოტა სული, მოითქვა და იქვე ღობესთან მიყუჩდა. არ ჩანდნენ, მისი ქვეშევრდომები: მსროლელი მემიზნე და მძღოლი. როგორც იქნა, მემიზნე გამოჩნდა. იგი ძლიერი დამწვრობით , ნახევრად შოკურ მდგომარეობაში შველას ითხოვდა. ქვეითებმა დაჭრილი მემიზნე და მეთაური ხელში აიტაცეს და “ჰაილუქსის” საბარგულში მიაწვინეს.

აფეთქებულ ტანკს ცეცხლი, მომენტალურად მოედო და დაიწვა. მისი მძღოლი არსად ჩანდა. როგორც, ეტყობა ცეცხლის ჭავლმა ძლიერ წნევასთან ერთად, მას სასიკვდილო დარტყმა მიაყენა. თუმცა, მისი გადარჩენის მცირე, შანსი მაინც რჩებოდა, რომ არა ერთი გარემოება. ჭირვის ძლიერი დარტყმისაგან ტანკის ქვემეხი, რომელიც ერთ ტონაზე მეტს იწონის, მწყობრიდან გამოვიდა და მძღოლის გასასვლელ ლუქს ზევიდან დაეცა. ამ, შემთხვევაში შეიძლებოდა სპეციალური ღილაკის გამოყენება, რომელიც ქვემეხს მექანიკურად გვერძე გაწევდა, მაგრამ მძიმედ, დაჭრილმა მძღოლმა ეს ვეღარ შეძლო. ძლიერმა, ცეცხლმა წამებში შთანთქა მისი სხეული.

ქართველებმა მძიმე ბრძოლაში მოწინააღმდეგე უკუ აგდეს და ცხინვალი დაიკავეს. ქალაქთან მოახლოებული ელიტარული ნაწილები, მათ შორის სადესანტო ჯარების სპეცრაზმი, თითქმის ორი დღე უშედეგოდ, ცდილობდნენე ქართველების ცხნინვალიდან გაძევებას. დაიჭრა 58 არმიის სარდალი, გენერალი ხრილოვი. რუსმა სამხედროებმა აღიარეს, რომ საქართველოს შეიარაღბული ძალები ის აღარ არის, რომელიც 20 წლის წინ დამარცხდა.

შეტაკების მომენტებს არმიის სარდალთან მყოფი ჟურნალისტი ასე აღწერდა: “ქართველებმა მალე ააფეთქეს ჩვენი ჯავშან მანქანა. ისროდნენე ყველა მხრიდან, ხალხი ეცემოდა ჩვენებიც და ქართველებიც. ბრძოლა ერთმანეთისგან 10 მ–ის დაშორებით მიმდინარეობდა. ამის შემდეგ კოლონა სხვადასხვა მიმართულებით დაიშალა. ჩვენ უკან გაქცევა გადავწყვიტეთ და ჯავშან მანქანას გავყევით. ჩვენ, წინ გენერალი გარბოდა ცოტახანში იგი კვამლში გაუჩინარდა.”

გენერალი ლებედის 58–ე არმია, რუსული არმიის ყველაზე ბრძოლის უნარიანი შენაერთი იყო, სწორედ ის აგებდა პასუხს კავკასიაზე. მან ამ, ყველაზე, რთულ რეგიონში დიდი საბრძოლო გამოცდილება დააგროვა. სამწუხაროდ ქართველთა გამარჯვება დროებითი გამოდგა. მოწინააღმდეგეებმა მასიური შეტევებით უპირატესობა მოიპოვეს, ისინი ჯერ საჰაერო სივრცეში გაბატონდნენ, შემდეგ ხმელეთზე.

სიტყვების ახსნა:
მემიზნე: ტ–72 სატანკო ეკიპაჟი სამიწევრისგან შედგება: მეთაური, მემიზნე და მძღოლი.
ტოიოტა “ჰაილუქსი” –საბარგულიანი ჯიპი, 2007 წლიდან საქართველო შეიარაღებულ ძალებში.

ალექსი მხატვარი

Source
https://burusi.wordpress.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button