მოგონებები

ვახტანგ ღლონტი – ზოგჯერ თქმა სჯობს არათქმასა (ნაწილი მეორე)

(ანუ კიდევ ერთხელ 1978 წლის 26 მაისზე ბათუმში)

ცხოვრებაში იმდენი რამე ვნახე, მეგონა გაოცებას გადავეჩვიე…მაგრამ,სადა ხარ თურმე …კიდევ ერთხელ, სახტად დამტოვა ,,ფრაგმენტული მოგონების” იმპერატიულმა ტონმა -,,არაერთხელ, ასკაციან დარბაზში ვთქვით ჩვენი სათქმელი და გამგონე,თუ ამის სურვილი ჰქონდა,გაიგონებდა”-ო…მერედა,ვის ეუბნებიან ამას,- მთელი ცხოვრება უთქმელის წაკითხვას შევალიე და არაერთხელ თქმული,ნეტავ რატომ ვერ გავიგე?!.ნეტავი ვის ასმენინებდით და აზეპირებინებდით ნამდვილი ამბის არასრულ ვერსიას(აქცენტების გადანაცვლებით),-უბრალო ხალხს თუ თავად ავტორს – ყველაზე მთავარი და დრამატული ნაწილისა ამ ისტორიაში.დიახ,ვისმენდი,მტკიოდა და მაინც ვდუმდი,რადგან ჩვენი ურთიერთობა(რაღაც უფრო დიდის მიმართ პატივისცემა) არ მაძლევდა იმის ნებას,რომ – ამ ფარულ,სხვებისთვის შეუმჩნეველ,,ბაგირის გადაქაჩვაში” მონაწილეობა მიმეღო…
ახლა კი ყველაზე უხერხულ მომენტს მივადექით;ნეტავ,ცოცხალი იყოს ის
ძვირფასი ხალხი,უბრალოდ,კაცურად დავილაპარაკებდით და ყველაფერი
თავის ადგილას დადგებოდა;თუმცა, ჩვენ საამისოდ საკმარისი დრო გვქონდა,მაგრამ არასოდეს დაგვჭირვებია ერთმანეთთან რისამე გარკვევა,რადგან უსიტ- ყვოდაც ვიცოდით ერთმანეთის ფასიც და დამსახურებაც..ბატონი აბელ სურგულაძე ჩემი ახლობელიც იყო;მისი შვილები ჩემი უახლოესები არიან და ჩვენს შორის ვერავინ ჩადგება – ვერც შინაური და ვერც გარეული.აბელ სურგულაძეს აქვს განსაკუთრებულად დიდი წვლილი,რომ თავისთან დაახლოებულ სტუდენტებს ამცნო კონსტიტუციაში შემავალი,ეროვნული საფრთხის შემცველი მუხლის შესახებ და მთავრობაში შესატანი წერილიც შეადგენინა.მან,როგორც ქართველმა და ისტორიკოსმა თავისი ვალი მოიხადა…მას სხვა რამეზე პრეტენზია არც ჰქონია და, იქნებ არც ღირდეს ამ დახლართული გორგალიდან ძაფის ყველა წვერის მის ხელთან და სახელთან მიტანა(ეს ჩემი აზრი არაა),მსგავსი რამ არაერთხელ მომისმენია იმ დროის ლექტორებიდან და უბრალოდ,იმ ადამიანებისგან ,რომლებიც ამ საქმეში მეტნაკლებად ჩახედულები არიან.ისინი იმასაც ამბობენ,რომ ,თავისდაუნებურად,მოსიყვარულე სტუდენტები ,,დათვურ სამსახურს” უწევენ საკუთარ მასწავლებელს,რომელიც ამას არ ითხოვდა მათგან,ან კიდევ – საკუთარი პოზიციების გასამაგრებლად სჭირდებათო მოძღვრის სახელი და
ავტორიტეტი;ის ხალხი,რომელიც ასე ფიქრობს, დღესაც ცოცხლები არიან და აქვე არიან ბათუმში…ჯიუტად ვიმეორებ,რომ ეს ჩემი აზრი არაა!
ახლა კი მინდა დავესესხო ჩვენი ფარული ოპონენტების(მე ეს ხალხი დღესაც
ძალიან მიყვარს) პათეტიკას და განვაგრძო;- ღვთისა და ერის წინაშე ვაცხადებ,რომ აქციიდან მეორე თუ მესამე დღეს უწინდელი გორკისა და ენგელსის ქუჩების კვეთაში შემხვდნენ ჩვენი ლექტორები და უფროსი მეგობრები – აბელ სურგულაძე და იური ჩხარტიშვილი და მითხრეს – ვახტანგ,თუ დემონსტრაციას აპირებდით,რატომ არ გვითხარი,ჩვენც თქვენთან ერთად ვიქნებოდითო…ჩემი პასუხი ასეთი იყო,-კაცი შეიძლება ქეიფში დაპატიჟო და არა ომში;სხვაა თქვენი სტატუსიც და ტვირთიც და ეს ახალგაზრდების საქმე იყო-მეთქი.კიდევ ერთხელ გადავეხვიეთ ერთმანეთს და დავშორდით…მე ინსტიტუტი დავამთავრე და რამდენიმე წლის შემდეგ თბილისში გადავედი საცხოვრებლად…გავიდა კიდევ ხანი და საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა;ბატონი აბელი თბილისში მიგზავნის თავის წიგნს – თუ სწორად მახსოვს(ვერ დავიჩემებ) სტალინზე და ამ წიგნში ჩადებულ ბროშურას(,,მაცნეს”),სადაც დაბეჭდილი იყო ჩვენი ერთერ-
თი, ხსენებულ აქციაში მონაწილე(თავშიც და ბოლოშიც ძალიან აქტიური) სტუდენტის წერილი მაისის დემონსტრაციაზე.ბატონი აბელი თან მითვლიდა-ვახტანგ,თუ რაიმე შენიშვნა გექნება ან დაწერე ან შემატყობინეო.გონიერი კაცი იყო ბატონი აბელი და იცოდა,რასაც მითვლიდა.სულმოუთქმელად წავიკითხე წერილი და გული დამწყდა,მე ,ვისაც იმ დღის მთავარი პერსონაჟი ,,მეგონა” თავი ,ამ თემაზე დაწერილ პირველივე სტატიაში,,და სხვაში” აღმოვჩნდი.რა თქმა უნდა,არც შენიშვნები დამიწერია და არც რაიმე მითქვამს ვინმესთვის.
როცა ზაფხულისკენ ბათუმში ჩამოვედი ერთხელაც ბატონ აბელს შევეყარე
ქუჩაში,-თბილი მოკითხვის შემდეგ მკითხა,რა აზრის ვიყავი წერილზე,რომე-
ლიც გამომიგზავნა.მორიდებით და პატიოსნად ვუთხარი ჩემი სათქმელი – მე იმ მოვლენებს ცოტა სხვაგვარად ვუყურებ,მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს,მთავარია საქმე ხომ გაკეთდა-მეთქი და საუბარი სხვა თემაზე გადავიტანეთ…მიჭირს გაგრძელება,მაგრამ ახლა ჩემთვის ძალიან ძვირფასი მალხაზ სიორიძეც უნდა გავიხსენო,რადგან,ჩვენი მეგობრები წერენ, რომ ანდერძით, მალხაზს ჰქონდა ბატონი აბელისგან ამ თემაზე დავალებული რომ დაეწერა,მაგრამ არ დასცალდაო…იცით,პირდაპირ გეტყვით,მალხაზს რომ ჰქონოდა ამის სურვილი – გააკეთებდა კიდეც.მან შეგნებულად და სწორადაც აარიდა ამ საქმეს თავი,რადგან – იქეთ იმ მეგობრებს ვერ აწყენინა,რომელთაც მოვლენების მთელი ეპიცენტრის
გადატანა ,,საკუთარ მოედანზე” სურდათ და აქეთ სიმართლე ვერ დათმო,
რომელიც გაცილებით ნაკლებად პათეტიკური გახლდათ,ვიდრე ჩემს მიერ ნახსენები წერილები.დიახ,სიმართლე იყო ცხოვრებასავით მკაცრი და ბანალური.ბოლო,მეორე წერილში ასეთი რამ აღმოვაჩინე ჩემზე,რომელიც არცკი მახსოვდა;როცა მეცხრე აუდიტორიაში შეკრებილ სტუდენტებთან,სპეციალური სამსახურებიდან მოსული ხალხი მუქარაზე გადავიდა ,აუდიტორიაში სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდაო…და მაშინ უცებ ვახომ დაიძახა – ,,არ გავჩუმდებით!…”
სწორედ იგივე მოხდა,როცა უკანასკნელად გახლდით საბოლოო პასუხის მისაღებად მთავრობის მაღალ კაბინეტში რამდენიმე სტუდენტი…არაფერი შეიცვლება და თუ რამეს გაბედავთ, ციმბირი უკან დაგრჩებათო.იქაც მძიმე
სიჩუმე ჩამოვარდა და სწორედ ვახომ გასცა ბოლო პასუხი – ჩვენ ჩვენი გითხარით,თქვენ არ გაიგონეთ და რაც მოხდება საკუთარ თავს დააბრალეთ,დიდ ამბავს ელოდეთ-მეთქი…თუმცა,წარმოდგენა არ მქონდა,რა შეიძლებოდა გვექნა,ჩვენ ხომ ამის არანაირი გამოცდილება არ გვქონია,თუმცა მხოლოდ გამოცდილებაც არაა მთავარი…როცა გარეთ გამოვედით,მცირე პაუზის შემდეგ ერთი მეგობარი მეუბნება – ,,ვახტანგ,აქ უნდა გავჩერდეთ,ჩვენ ჩვენი გავაკეთეთ,დანარჩენს ისტორია განსჯის..”.მეორეც იმავე აზრს აგრძელებს,- ,,ჩვენ ცდა არ დაგვიკლია,
თავს ზემოთ კი ძალა არ არის”…ამის შემდეგ მე ვამბობ – ,,მესმის,გასაგებია…
ვრჩებით მეგობრებად,მაგრამ თუ თბილისმა შესძლო,ჩვენ რატომ არ შეგვიძლია,მთელი ცხოვრება სანანებლად არ დაგვრჩეს შემდეგ ეს უკანდახევა…არ მწყინს თქვენი პოზიცია,მაგრამ ნურც თქვენ გეწყინებათ,მარტოც რომ დავრჩე – მე მაინც
გამოვალ,ბათუმი არ უნდა შერცხვეს…”დავემშვიდობეთ ერთმანეთს და დაბნეული და დაძმარული წამოვედი სახლში,სადაც სხვა მეგობრები მელოდებოდნენ.

— ვახტანგ ღლონტი (8 იანვარი, 2015 წელი) — გაგრძელება იქნება

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button